-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი ასოცირებული პროფესორი
ჩხაიძე ზურაბ აპოლონის ძე (20.X.1954, თბილისი - 04.VI.2025), ექიმი, მედ. დოქტორი. დაამთავრა თსსი-ის სამკ. ფაკ-ტი (1971-1977). იყო ჭიათურის მარგანტრესტის მედსანნაწილის ზოგადი ქირურგიის განყ-ბის ქირურგი-ორდინატორი (1978–1981); ექსპერ. და კლინ. ქირურგიის ინ-ტის კარდიოქირურგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1981 – 1991); ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოქირურგიის განყ-ბის პერფუზიოლოგი (1991 – 1999 ); თსსუ-ის ექსპერ. და კლინ. მედიცინის ინ-ტის ტრადიციული მედიცინის განყ-ბის უფრ. (2000 – 2005); თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. ანატ. და ოპერაციული ქირურგიის დეპარტ. ასისტენტ პროფესორი (2005 – 2016), ასოცირებული პროფესორი (2017-2025). იყო თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის კლინ. ანატ. და ექსპერ. მოდელირების დეპარტ. მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2015 – 2025). მისი სამეცნ. კვლევები ეხება ხელოვნური სისხლმიმოქცევის, ხელოვნური ოქსიგენაციის, ექსტრაკორპორული რეანიმაციის და იზოლირებულ ორგანოთა პრეზერვაციის საკითხებს. მონაწილეობდა საერთაშ. (МНТЦ, 2004) და რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის 6 საგრანტო პროექტში. "GROUP QUANTA MEDICAL" ფარმაკოლოგიურ ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშ. მულტიცენტრულ კვლევაში (საფრანგეთი, 2002-2006); მიღებული აქვს საავტორო უფლება 4 გამოგონებაზე. იყო თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2022-2024), თსუ აკადემიური საბჭოს წევრი (2024-2025). მიღებული აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედ. ფორუმის ჯილდო სამედ. მეცნიერების განვითარებაში დამსახურებისათვის (2019) და ივ. ჯავახიშვილის თბილ. სახელმწ. უნ–ტის მედალი გამორჩეული სამეცნ. და პედ. მოღვაწეობისათვის (2022).
თხზ.: ჩხაიძე, ზ. (თანაავტორი). (2009). კლინიკური ანატომია, ნაწ. I. თბ.; ჩხაიძე, ზ. (თანაავტორი). (2009). კლინიკური ანატომია, ნაწ. II. თბ.; , ჩხაიძე, ზ. (2009). კლინიკური ანატომია, ატლასი (4 ნაწილად). თბ.