-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩხაიძე ნიკოლოზ დავითის ძე
ჩხაიძე ნიკოლოზ დავითის ძე (06.XII.1951, სოფ. ვარაბიოვკა, კრასნოიარსკის მხარე, აბანის რ-ნი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1973). მუშაობდა კიბერნეტიკის ინ-ტში (1973-2025). გამოქვეყნებული აქვს 25 შრომა. შრომები ძირითადად ეხება კვანტურ სითხეებში ბგერების გავრცელებას შემოსაზღვრული გეომეტრიის პირობებში (მათ შორის ფოროვან გარემოში). მუშაობდა თსუ-ის, როგორც მოწვეული ასოცირებული პროფესორი (2006-2007). წლების განმავლობაში იყო საქართვ. ნორჩ ფიზიკოსთა ნაკრების ერთ-ერთი ხელმძღვ. დღემდე მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრში. დაჯილდოებულია ღირსების მედლით და ღირსების ორი ორდენით (2011-დან).