ჩხაიძე მარიამ შოთას ასული
ჩხაიძე მარიამ შოთას ასული

ჩხაიძე მარიამ შოთას ასული (3.X.1968, ლანჩხუთი), ქიმიკოსი. დაამთავრა  თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1992), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სუპერკრიტიკული თხევადი ნახშირ4ბადის დიოქსიდის გამოყენებით მცენარეული ექსტრაქტების მიღება და კვლევა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2005). იყო: პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1993-2012), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ორგ. ნაერთთა ქიმ. ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2012-დან). ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას (2006-დან). ჩ. მ.-ს შრომები ეხება აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან მცირე მოცულობის, მაღალი ღირებულების მქონე ნაერთების მიღებას, კერძოდ მცენარეული მატრიცებიდან ეთერზეთების, ფენოლური ნაერთების, პიგმენტებისა და ზეთების საფეხურებრივი ექსტრაჰირების მეთოდების შემუშავებას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის აღსანიშნავია: „Extraction and Analysis of the Major Carotenoids of Agro-Industrial Waste Materials Using Sequential Extraction Techniques and High Performance Liquid Chromatography“ (Eurasian Journal of Analytical Chemistry, 2018, 13(2)); „Extraction and analysis of oleanolic acid and ursolic acid from apple processing waste materials using ultrasound-assisted extraction technique combined with high performance liquid chromatography“ (Revue Roumaine De Chimie, 2020, 65(10)) და „Ultrasound-Assisted Extraction- and Liquid Chromatography-Based Method Development and Validation for Obtaining and Qualitative Determination of Apple Pomace Three Triterpene Acids using Analytical Quality by Design“ (Azerbaijan Chemical JournalOpen source preview, 2025). მონაწილეობს ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებაში. „საქპატენტის“ მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების თანაავტორია: „კვერცეტინის მიღების ხერხი“; „ანტოციანინების მიღების ხერხი“ და „ურსოლის მჟავის მიღების ხერხი“. მონაწილეობდა ეროვნ. სამეცნ. გრანტებში. დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის რ. აგლაძის სახელობითი აკად. პრემიით ნაშრომთა ციკლისათვის „აგროსამრეწველო ნარჩენების გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები“ (2021).