ჩხაიძე მადლენა ნუგზარის ასული
ჩხაიძე მადლენა ნუგზარის ასული

ჩხაიძე მადლენა ნუგზარის ასული (03.III.1969, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი - ზოგადი და არაორაგნული ქიმიის სპეციალობით (1993) და  სტუ-ის დოქტურანტურა, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სიმინდის ნარჩენიდან მიღებული ბიობენზინის საავტომობილო საწვავად გამოყენების შესაძლებლობის გამოკვლევა“ და მიენიჭა ტრანსპორტის ინჟინერიის დოქტორის აკად. ხარისხი (2022). იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ნავთობის ქიმიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1998 –2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომელი (2010–2024), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2024-დან). საქართვ. ნავთობქიმიკოსთა ასოციაციის წევრი (2011-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილ. მრეწველობაში გამოყენების მიზნით; ბიოსაწვავების მიღება და მათი მიღების ტექნოლოგიების შემუშავება. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების სტატიების და სამეცნ. კონფერენციების თეზისების სახით: „Biomarkers of Georgian petroleum“ (Achievements and perspectives of modern chemistry, 2019); „Chemical typification and genetic criteria for the composition of georgian petroleum“ (World science, 2020, v.1); „Study of Pellets Obtained from Biomass” (Advances in Engineering Materials, 2025) და სხვ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „საწვავი ბრიკეტების კომპოზიციების შემუშავება და მათი მიღების ტექნოლოგიური რეჟიმების დადგენა ნახშირბადშემცველი ნარჩენების უტილიზაციის საფუძველზე“ ძირითადი შემსრულებელია.