-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჩხაიძე ლიდა ვასილის ასული (15.VI.1930, ქუთაისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1954) და ასპირანტურა, ბირთვის ფიზიკის სპეციალობით (1957). მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „K20-მეზონების დაშლის ახალი სქემების ძიება“ (1968); მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში (1957-1972); მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში ჩ. ლ.-მ შექმნა და იყო ექსპერ. მონაცემების დამუშავების განყ-ბის ხელმძღ. (1972-1980). ლაბორ. ბაზაზე მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ჩამოყალიბების შემდეგ ჩ. ლ. სათავეში ჩაუდგა რელატივისტური ბირთვული ფიზიკის განყ-ბას (1981-2004); მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (2004-დან), ბოლო პოზიცია უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხანგრძლივობით იყო მიწვეული მეცნ. მკვლევარი საერთშ. სამეცნ. ცენტრებში: ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტი (JINR, დუბნა, რუსეთი), მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (IHEP, პროტვინო, რუსეთი); გახლდათ JINR-ის SKM-200-GIBS საერთაშ. ექსპერ.-ტების მონაწილე (ალმა-ატა-ბუქარესტი-დუბნა-პეტერბურგი-მოსკოვი-სოფია-ვარშავა-თბილისი, (1959-2006). ჩ. ლ.-ის სამეცნ. ინტერესების სფერო: რელატივისტური ბირთვული ფიზიკა, მრავალნაწილაკოვანი აზიმუტალური კორელაციები და კოლექტიური გამოდინების ეფექტები ბირთვ–ბირთვულ, მეზონ-ნუკლონურ და მეზონ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში. აღნიშნული თემატიკით მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშ. კონფერენციებში. კოლეგებთან ერთად იყო 10-ზე მეტი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების საგრანტო პროექტების ხელმძღვ. და მონაწილე; არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში. მაგ.: „Pion Production in Inelastic and Central Nuclear Collisions at High-energy“ (Phys. Rev. C, 33, 895-909, 1986); „Collective Flow of Protons and Negative Pions in Nucleus-Nucleus Collisions at Momentum of 4.2,4.5 and 10 A GeV/c“ (Nucl.Phys.A, 794, 115-131, 2007); „Study of azimuthal correlations in the target fragmentation region in p, d, He, C+C, Ta and C+Ne, Cu collisions at momentaof 4.2,4.5 and 10 A GeV/c“ (Eur. Phys. J.A, 55, 1, 7, 2019). ჩ. ლ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე კითხულობდა სხვადასხვა ლექციების კურსს (1970-1990). ჩ. ლ.-ს კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს ბირთვული კვლევების გაერთ. ინ.-ტის (JINR) პრემია სამეცნ. გამოკვლევებისთვის “K20 მეზონების თეორ. და ექსპერ. შესწავლა“ (1966) და თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. პრემია ფუნდამენტურ მეცნ. დარგში წარმოებული კვლევათა ციკლისთვის „მაღალ ენერგიებზე ბირთვ–ბირთვულ ურთიერთქმედებებში კოლექტიური გამოდინების ეფექტების შესწავლა“ (2005); დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2013); იგი იყო ხელმძღვ. მრავალი სადიპლომო ნაშრომისა და ორი საკანდიდატო დისერტაციის (1989, 2002); არის საქართვ. ფიზიკოსთა საზ-ებისა და ამერიკის მეცნ. ნაციონ. აკადემიის საპატიო წევრი (1994-დან).