-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი დოცენტი
ჩხაიძე გიორგი ანდროს ძე (01.VI.1940, თბილისი-02.X.2002), მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1976), დაამთავრა: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1958-1965) და ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1965-1967). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „суммируемости рядов по системе Хаара“ (1973) და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. წოდება. იყო: საქართ. პოლიტეტნ. ინ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტი (1960-1972); თსუ-ს მათ. ანალიზის კათედრის ასისტენტი (1972-1976) და დოცენტი (1976-2002). მისი სამეცნ. ინტერესები ეძღვნება ჰაარის მწკრივების თვისებებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები: „О рядах по системе Хаара“ (Сообщения Академии наук Грузинской ССР, 1972, т. 65, N1); „О кратных рядах по системе Хаара“ (Сообщения Акад. наук Грузинской ССР, 1972, т. 66, N3).