- კატეგორიები: მათემატიკოსი
ჭკადუა გიორგი ოთარის ძე (07.VIII.1989, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა. ი. ვეკუას სახ. თბილ. 42-ე ფიზ.-მათ. საშ. სკოლა (2010), თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი მათემატიკის მიმართულებით (2012), სადაც მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სწავლობდა ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორანტურაში (King’s College London, 2013-2016). ჭ. გ.-მ ლონდონის სამეფო კოლეჯში დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკაში (2016). მისი კვლევა ეხებოდა კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებსა და უსასრულობაში გამოსხივების პირობებს. მისი სადოქტორო პროგრამა სრულად დაფინანსებული იყო King’s College London-ის მიერ, რ-ც გამორჩეული სტუდენტი დაჯილდოვდა მათემატიკის დეპარტამენტის სტიპენდიით (2013). მოიპოვა ლონდონის მათემატიკური საზ-ების პოსტდოქტორალური მობილობის გრანტი (2016). ამ გრანტის ფარგლებში მუშაობდა რედინგის უნ-ტში, მათემატიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში მიწვეული მკვლევარის სტატუსით (2016-2017). ჭ. გ. მუშაობს თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლის პოზიციაზე. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში, სემინარებსა და საერთაშ. კონფერენციებში (2017-დან). ჭ. გ.-მ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ახალგაზრდა მეცნ. გრანტი „ტალღის გაბნევა უსწორმასწორო ზედაპირზე“ (2018–2022). გარდა ამისა, მონაწილეობდა სხვა სამეცნ. პროექტებში:„თერმო–ელექტრო–მაგნეტო დრეკადობის თეორიის დინამიკის შერეული საკონტაქტო ამოცანების მათემატიკური ანალიზი და მასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების ამოცანების ხვადასხვა განზომილებიანი ველებისთვის“ - შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი; „წრფივი და ნახევრად წრფივი ცვლადკოეფიციენტებიანი ჰიპოელიფსური განტოლებების ამონახსნების ასიმპტოტური ანალიზი“ (2016–2017), ლონდონის მათემატიკური საზოგადოება. ჭ. გ.-ს სამეცნ. ნაშრომები (18 სტატია) გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის საერთაშ. ჟურნალებში და მოიცავს თემებს: კვანტური ფიზიკა, გაბნევის თეორია, სასაზღვრო ამოცანები კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის, ფიზიკური პროცესების მათემატიკურ მოდელირება. მას აქვს მოპოვებული შემდეგი სტიპენდიები და ჯილდოები: საქართვ. მათ. კავშირის ჯილდო ახალგაზრდა მეცნიერებისთვის(2011); ლონდონის სამეფო კოლეჯის მათ. დეპარტ. სტიპენდია გამორჩეული სტუდენტებისთვის (2013); ლონდონის სამეფო კოლეჯის უცხოელ სტუდენტთა კვლევითი სტიპენდია (2013); 150-ე წლისთავის პოსტდოქტორალური მობილობის გრანტი – ლონდონის მათ. საზ-ება (2016); გ. ნიკოლაძის სახ. პრემია – საქართვ. მათ. კავშირი (2017); ნ. კეცხოველის სახ. სტიპენდია – შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი (2019).