- კატეგორიები: მათემატიკოსი
ჭკადუა ოთარ ოდიკის ძე (08.III.1953, ქ. სოხუმი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა სოხუმის მე-5 საშ. სკოლა (1970), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1975). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1985), დოქტორი (1999). მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უწყვეტ ტანთა მექანიკის განყ-ბაში (1976-1981), მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში ჯერ უწყვეტ ტანთა მექანიკის განყ-ბაში, შემდეგ მათ. ფიზ. განყ-ბაში (1981). არის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მათ. ფიზ.ს განყ-ბის მთ. მეცნ. თანამშრომელი (2017). არის სოხუმის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (2006). იყო თსუ-ის ფიზ. ფა-ტის ლექტორი (1996-2002), თსუ-ის პროფესორი (2002-2006). ჭ. ო.-მ მიიღო საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. ი. ვეკუას სახ. პრემია (1999). ო.ჭ. არის ჟურნ. Trans. A. Razmadze Math. Inst. სარედაქციო კოლეგიის წევრი. ჭ. ო.-ს შრომები ეხება პოტენციალთა თეორიისა და ფსევდო-დიფრენციალური განტოლებათა მეთოდის განვითარებას ასიმპტოტური თვისებების შესწავლის თვალსაზრისით, მის გამოყენებას მრავალ არაკლასიკური სასაზღვრო და ტრანსმისიის ამოცანებში, როგორც კლასიკური დრეკადობის ასევე ელექტრო-მაგნეტო-დრეკადობის დინამიკის, ფსევდორხევისა და სტატიკის ამოცანების შემთხვევაში. გარდა ამოცანის ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის თეორემებისა გამოკვლეულია შესაბამისი ამოცანის ამონახსნის ოპტიმალური სიგლუვე განსაკუთრებული წირების მახლობლობაში. ასევე ჭ. ო. იკვლევს ლოკალიზებულ სასაზღვრო-სივრცულ ინტეგრალური განტოლებებს, რ-იც მიიღება ცვლად კოეფიციენტებიანი დირიხლესა და რობენის ტიპის ამოცანების შემთხვევაში. ამ შემთვევაში გამოიყენება პარამეტრიქსი, რომლის საშუალებითაც აგებულია პოტენციალები, ანუ ამ შემთხვევაში ხდება პოტენციალთა და ფსევდოდიფერენციალურ განტოლებათა მეთოდის განვითარება იმ სასაზღვრო ამოცანებში რომელთა შესაბამისი განტოლებები არიან ცვლად კოეფიციენტებიანი. ჭ. ო. მონაწილეობდა მრავალ სამეცნ. გრანტში: INTAS, DFG, EPSRC, Royal Society, ასევე საქართვ. შოთა რუსთაველის ფონდისა და საქართვ. მეცნ. აკად. გრანტებში. კერძოდ: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნ. ფონდი SRNSF-FR-23-267, SRNSF–FR-18-126, FR/286/5-101/13 (2023-2026, 2019-2021, 2014-2017); EPSRC- Engineering and Physics Research Council საინჟ. და ფიზ. მეცნ. კვლევის საბჭო, გრანტი: EP/M013545/1 და EP/H020497/1, UK (2017-2018 და 2010-2013); საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი GNSF/ST 07/3-175, GNSF/ST 07/3-170 (2008-2010); Royal Society Grant #2005/R4jP.International joint Project with Georgia, UK (2006-2008); საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი (2006-2007); DFG within the Grants, DFG German-Georgian Project. University of Stuttgart.#436GEO114/8/0-1 და #436GEO 113/2/0 (2003-2006 და 1995-1997); INTAS Grant No.96-87 (1999-2000); საქართვ. მეცნ. აკად. გრანტი No 1.3 (1997-1999); ISF Grant MXG200 (1994-1996). ჭ. ო.-ს ერთმა დოქტორანტმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სოხუმის სახელმწ. უნ-ტში (2024). მას გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, 70 ნაშრომი მაღალ რეიტინგულ საერთაშ. ჟურნალებში.
თხზ.: Buchukuri, T., Chkadua, O., Duduchava, R., Natroshvili, D. (2012) Interface crack problems for metallic-piezoelectric composite structures. Mem. Differential Equations Math. Phys. 55 , 150 pp., ISSN 1512-0015; Buchukuri, T., Chkadua, O., Natroshvili, D. (2016) Mathematical Problems of Generalized Thermo-Electro-Magneto-Elasticity Theory. Mem. Differential Equations Math. Phys. 68, 166 pp., ISSN 1512-0015