ჩივაძე ალექსანდრე გაბრიელის ძე
ჩივაძე ალექსანდრე გაბრიელის ძე

ჩივაძე ალექსანდრე გაბრიელის ძე (8.IV.1955, ყარაჩაევსკი, რსფსრ, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონ. რესპ.), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1978). თამაშობდა თბილ. "დინამოში", რომლის შემადგენლობაში (1974-1987). მოიპოვა საბჭ. კავშირის ჩემპიონის წოდება (1978); ერთხელ გახდა საკავშ. ჩემპიონატის ვერცხლის (1977) და სამჯერ ბრინჯაოს პრიზიორი (1976, 1979, 1981). სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980), საბჭ. კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979). თბილ. "დინამოსთან"ერთად მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი (1981). ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1980) და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მონაწილე საბჭ. კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1982). ამ გუნდში ჩაატარა 46 შეხვედრა, აქედან 26-კაპიტნის რანგში (გაიტანა სამი გოლი). ითამაშა სსრკ ჩემპიონატის უმაღლ. ლიგის 323 მატჩში (44 გოლი). იყო საქართვ. ეროვნ. ნაკრების მთ. მწვრთნელი (1993-1996, 2001-2003). იყო საბჭ. კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1980), მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001), არის თბილ. საპატიო მოქალაქე (2016).