-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ჩიტუნაშვილი დალი შალვას ასული (03.II.1973, თბილისი), ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1995) და კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტის ასპირანტურა (2000). დაიცვა დისერტაცია ფილოლ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად (2003). მისი საკანდიდატო ნაშრომია: „სინელ მამათა სწავლანი და საკვირველებანი: (ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური გამოკვლევა)“ (2003). იყო თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2012-2014); შემდეგ ასოცირებული პროფესორი (2014-დან) და კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის სომხ. და აღამოსავლური ხელნაწერების განყ-ბის გამგე (2023-დან). ჩ. დ. არის ავტორი და თანაავტორი სხვადასხვა სტატიისა, მათ შორის: „Medieval Georgian Literary Culture and Book Production in the Christian Middle East and Byzantium, Jerusalemer Theologisches Forum“ (2022); „ისტორია შუამავლების გარეშე: საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სომხურ ხელნაწერთა კოლექცი“ (არილი, 2024, N 1); „ნერსეს შნორალის "სარწმუნოებით ვაღიარებ" და უცნობი ქართული თარგმანები“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2024, N 13); „ქართული კვალი სომხურ ხელნაწერებში“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2025, N 14).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჩიტუნაშვილი, დ. (2014). თეოფილე ხუცესმონაზონი, მამათა სწავლანი და თხრობანი. თბ., კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, ISBN: 9789941935657; ჩიტუნაშვილი, დ. (თანაავტორი). (2017). დიდი სვინაქსარი. (ტექსტი გამოკვლევითა და საძიებლებით). თბ., კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, ISBN: 9789941951596; ჩიტუნაშვილი, დ. (თანაავტორი). (2017). ქართული პალიმფსესტები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კატალოგი, ტექსტები, ალბომი. თბ., კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, ISBN: 9789941951589; ჩიტუნაშვილი, დ. (2021). მცირე სვინაქსარი. თბ., კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, ISBN: 9789941974540.