ჩიტრეკაშვილი ია აბესალომის ასული
ჩიტრეკაშვილი ია აბესალომის ასული

ჩიტრეკაშვილი ია აბესალომის ასული (20.IV.1965, თბილისი), ქიმიკოსი.  დაამთავრა თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტი (1989), სწავლობდა ასპირანტურაში  პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტში (1989-1992). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ამინოპლასტის პოლიმერული კომპოზიციების საფუძველზე პლასტიკური მასალების მიღება და კვლევა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2003). იყო: საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2003-2009); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2009-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის უფრ.  მეცნიერ თანამშრომელი (2011-2025); მთ.  მეცნიერ თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2025-დან). მისი მეცნ. ინტერესების სფეროა: მარცვლეული კულტურებისათვის ახ. ტექნოლ. შემუშავება აზოტოვანი სასუქების საჰექტარო ნორმების შემცირებისა და გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით, ახ. ტიპის ანტიფრიქციული მასალები და ახ. სახის პოლიმერების სინთეზი და კვლევა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის SCOPUS ბაზაში: „Synthesis Process Research of Urea-Formaldehyde Linear Oligomers when Carrying Out Polycondensation in a Solution to Obtain Biodegradable Nitrogen Fertilizers“ (Environmental Technology and Sustainability: Physical, Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024); „Oligomeric Nitrogen Fertilizer“ (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering: Concepts, Strategies, and Opportunities, 2025); „Cured Glycidyl Ethers with Condensed Carbon Cycles“ (Advanced Topics in Polymer Chemistry and Materials Science, 2025) და სხვ. მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, მათ შორის „პროლონგირებული მოქმედების პოლიმერული აზოტოვანი სასუქის მიღების ხერხი“; „გრაფიტის სპილენძით პლაკირებული კომპოზიციის მიღების ხერხი“; „ფოროვანი მასალის მიღების ხერხი“; „ნოვოლაქური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „რეზოლური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „ცეოლითის მოდიფიცირების ხერხი“ და სხვ. თანაავტორია მონოგრაფიების. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების.  სხვადასხვა დროს იყო  საერთაშ.  (ISTC, STCU, CRDF) და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური და გამოყენებითი პროექტების ხელმძღვ. და ძირითადი შემსრულებელი.

თხზ.: Chitrekashvili, I. (თანაავტორი). (2022). Aromatic polyesters based on the norbornane type bisphenols.  LAP LAMBERT Academic Publishing,  ISBN: 9786204981994; Chitrekashvili, I. (თანაავტორი). (2023). Research in the field of epoxy polymers card type.  LAP LAMBERT Academic Publishing, ISBN: 9786206790167.