-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ჩიტაშვილი რევაზ იაკობის ძე (16.II.1942 ქ. თბილ.- 1995), მათემატიკოსი და სტატისტიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1995). დაამთავრა თსუ–ის ფიზ. ფაკ-ტი (1964). იყო თსუ–ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის განყ-ბაში (1966 – 1972); საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართლ. ინ-ტში (1972 – 1983); შემთხვევითი პროცესების თეორიის განყ-ბის ხელმძღვ. ა. რაზმაძის მათ. ინ-ტში (1983-1995). ის იყო საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „Stochastics”-ის რედკოლეგიის წევრი. მისი სამეცნ. მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით საკანდიდატო დაიცვა 20 -ზე მეტმა დისერტანტმა, მათ შორის ზოგიერთმა უფრო ადრე ვიდრე საკანდიდატო დისერტაციას თვითონ დაიცავდა (1974). ის დიდი ნიჭისა და ფართე დიაპაზონის მქონე მეცნ.. მას მნიშვნელოვანი შედეგები მიღებული აქვს ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის თითქმის ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი სტოქასტური ოპტიმალური მართვის და გაჩერების თეორიის განვითარებაში. მან, მის მიერვე შემოღებული სტოქასტური მრუდწირული ინტეგრალის ცნებაზე დაყრდნობით, განსაზღვრა მართვადი შემთხვევითი პროცესი ზოგადი ინფორმაციული ნაკადისთვის და გამოიყვანა სტოქასტური ბელმანის განტოლება, თუმცა მანამდე ითვლებოდა, რომ ასეთი განტოლების მიღება ზოგად არა-მარკოვულ შემთხვევაში არ იყო შესაძლებელი. მან გადაწყვიტა ოპტიმალობის პრინციპის პრობლემა ნაწილობრივ დაკვირვებადი სისტემებისთვის, სადაც მის მიერ შემოთავაზებული ოპტიმალური სტრატეგიების ალგორითმი რეალიზებად ფორმაშია მოცემული, რაც მანამდე ვერ ხერხდებოდა. მას ეკუთნის სტოქასტური მაქსიმუმის პრინციპის ორიგინალური გამოყვანა არამარკოვულ შემთხვევაში მის მიერ მიღებული სემიმარტინგალების მაქსიმუმის დიფერენციალის ფორმულის გამოყენებითრ. ჩ.რ.–მ აჩვენა ძლიერი ამონახსნის არარსებობა შეწებებული ბრაუნის მოძრაობის სასაზღვრო ამოცანაში, გამოიყვანა იტოს ფორმულა არა-ანტისიპატიური ფუნქციონალებისთვის, დიდი ხნით ადრე ვიდრე ბრუნო დუპირე თავის ცნობილ ზოგად ფორმულას მიიღებდა. ჩ.რ.–მ პირველმა შემოიღო არაწრფივი შექცეული სტოქასტური განტოლებები და მოიყვანა ერთადერთი ამონახსნის არსებობის პირობები. გარდა ამისა, ჩ.რ.–მ მთელი რიგი გამოკვლევები მიუძღვნა ჰიდროლოგიის, გენეტიკის, ფიზიოლოგიის, ლინგვისტიკის და ეკონომიკის პრობლემებს და ამდარგებში მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენებას.
თხზ.:Chitashvili, R. (თანაავტორი). (1981). Strong Solutions of Stochastic Differential Equations with Boundary Conditions, Stochastics, Vol.; Chitashvili, R. (1983). Martin galei deology inthetheory of controlled stochastic processes. Lect. Notesin Math., N. 1021, p. 73-92; Chitashvili, R. (1986). Stochastic maximum principle in the problem of optimal absolutely continuous change of measure. Lecture Notes in Control and Information Sciences, vol 78.