ჩიტაშვილი მარინე დურმიშხანის ასული
ჩიტაშვილი მარინე დურმიშხანის ასული

ჩიტაშვილი მარინე დურმიშხანის ასული (07.III.1958, თბილისი), ფსიქოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი, ფსიქოლ. სპეციალობით (1980). იყო საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის ასპირანტი (1980-1984) და ფსიქოლ. მეცნ. კანდიდატი (1985). მოიპოვა ფსიქოლ. მეცნ. დოქტორის აკად. ხარისხი (1999); დაიცვა დისერტაცია თემაზე „პიროვნული მახასიათებლები და სოციალური კოგნიცია ქართველ მართლმადიდებლებთან და არამორწმუნეებთან“ (1999). მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში: ლაბორანტად (1980–1984); უმცროს (1985–1987) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1987–1990). შემდეგ მან დაიწყო სამეცნ. მოღვაწეობა თსუ-ში: ხელმძღვანელობდა რელიგიის ფსიქოლ. კვლევის ლაბორატორიას რელიგიის შემსწავლელ სამეცნ. ცენტრში (1990–1995), იყო ფსიქოლ. ფაკ-ტის დოცენტი (1995–1999), შემდეგ პროფესორი (1999-დან). სხვადასხვა დროს იგი თსუ-ის აკად. დეპარტ. ხელმძღვ. (2004–2005), თსუ-ის რექტორის მოადგილე სტრატეგიულ განვითარებაში (2013–2014) და თსუ-ის აკად. საბჭოს წევრია (2021–2025). ჩ.მ.-ს ეკავა რუსთაველის სახ. საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გენ. დირექტორის თანამდებობა (2014-2017). ხელმძღვანელობდა გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისს (UN RCO, 2020-2021). არის კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაციის „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ (CSS) დამფუძნებელი და აღმასრ. დირექტორი (2003–2013). მუშაობდა როგორც მიწვეული მკვლევარი მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ცენტრებში: ლუნდის უნ-ტში (შვედეთი, 1995); ზაარლანდის უნ-ტში (გერმანია, 2001, 2004); მიუნხენის ლ. მაქსიმილიანის უნ-ტში (გერმანია, 2006); სტენფორდის უნ-ტში (აშშ, 2007); კემბრიჯის უნ-ტში (დიდი ბრიტანეთი, 2011) და ჰარვარდის უნ-ტში (აშშ, 2025). იგი კემბრიჯის უნ-ტის ვოლფსონის კოლეჯის მიწვეული მკვლევარი და საერთაშ. პოლიტ. ფსიქოლ. საზ-ბის წევრია. ჩ. მ.-ს მიღებული აქვს და ხელმძღვანელობდა ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. გრანტებს, მათ შორის: შვედეთის სამეფო წერილების ფონდის (1995), ტემპუსის (1997), ფონდის ღია საზ-ება, უმაღლ. განათლების მხარდაჭერის პროგრამის (ბუდაპეშტი, 2003-2009, 2009-2013), ფონდის ,,ქართუ“ (2011-2012), რუსთაველის საქართვ. სამეცნ. ფონდის (2018-2021), "ერაზმუს+"-ის (2019-2021), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენ. დირექტორატის (2023-2024). ჩ.მ., თანაავტორებთან ერთად, არის არაერთი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. ადგილ. და საერთაშ. პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები: „რელიგიის ფსიქოლოგია თუ რელიგიურობის ფსიქოლოგია“ (ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები, 1998); „რელიგიურობის ფსიქოლოგიური მექანიზმები პროექციული მიდგომის პერსპექტივიდან“ (ხალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ფსიქოლოგია, 1998); „ღმერთის ხატის თავისებურებანი ქართველ მართლმადიდებლებთან (კრებ. ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ფსიქოლოგია, 1998); „კრიზისული სიტუაციის დაძლევის სტრატეგიები მორწმუნეებთან და არამორწმუნეებთან (ქართველი მართლმადიდებლების ჯგუფზე)“ (კრებ. ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ფსიქოლოგია. 1998); „ღირებულებათა სისტემა საქართველოში (1996)“ (კრებ. ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ფსიქოლოგია, 1998); „Personality profiles of managers in former Soviet countries: problem and remedy (Journal of managerial psychology 13(8), 1998); „უახლესი ქართული ყოფის ტოტემი და ტაბუ“ (ჟურნ.“ახალი პარადიგმები“ №3, 1999); „ქალთა ორგაზმული აშლილობების ფსიქოთერაპიის სპეციფიკა“ (ფსიქიატრიის აქტუალური საკითხები. საიუბილეო კრებ., 2001); „სოციალური ცვლილება და ღირებულებები: შინაგანი რეზისტენტობა დემოკრატიისადმი“ (პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციული პროცესები საქართველოში, 2002); „Psychological peculiarities in acne vulgaris“ (In: J. Dermatology + Psychosomatics. №3, 2002); „Georgian Women on the Boundary between Symbols and Reality“ (Yearbook of the European Society of Women in Theological Research. 2003); „Institutionalization of new graduate programs and resistance old soviet style universities“ (Higher Education Close Up3. SRHE, International Research Conference, 2006); „ტრავმა, ფანტომი და აბრეაქცია“ (ფსიქოლოგია XX. დ. უზნაძის სახ. ფისქოლოგიის ინ-ტის შრომები, 2007); „Psychological rehabilitation of IDP children and adolescents (Child and trauma of war - interventions and care. 2010); „Concept of happiness and happiness in Georgia: Perceptions and correlates of reported overall happiness“ (Center for Social Sciences. Applied Social Research Program; 2013); „In search of evil: Affective dimensions of presidential elections 2018 in Georgia“ (Psychological applications and trends, 2019); „Posttraumatic Growth, Personality Factors, and Social Support Among War-Experienced Young Georgians“ (Psychological reports. №1, 2019); „Conditioned “Quality Assurance” of Higher Education in Georgia: Talking the EU Talk“ (TalTech Journal of European Studies. #10 (2), 2020); „PhD programs in social sciences in Georgia“ (Doctoral education and practice in public health and social sciences. International perspectives, 2022).
თხზ.:
ჩიტაშვილი, მ. (1996). განწყობის მოქმედება ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში. თბ., მეცნიერება; ჩიტაშვილი, მ. (1998). რელიგიურობის ფსიქოლოგია. ემპირიული კველვები: რელიგიური ორიენტაციის ტიპი, პიროვნული მახასიათებლები და სოციალური კოგნიცია ქართველ მართლმადიდებლებთან. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 99928561026; ჩიტაშვილი, მ. (თანაავტორი). (2022) უმაღლესი განათლება საქართველოში და კურსდამთავრებულთა კომპეტენციების თვითშეფასება. თბ., ნეკერი, ISBN 9789941501173.