-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჭითანავა რამაზ ბეგლარის ძე (25.VIII.1950), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით (1979) და ლენინგრადის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურა გამოყენებითი კლიმატოლოგიის სპეციალობით (1984). არის გეოგრაფიულ მეცნ. კანდიდატი (1990), გეოგრაფიის აკად. დოქტორი (2007); გამოქვეყნებული აქვს 7 სამეცნ. ნაშრომი და 10-ზე მეტი პოპულარული სტატია, რ-ებიც ეძღვნება მეტეოროლოგიის და ჰიდროლოგიის სფეროს. მუშაობდა საქართვ. ჰიდრომეტეოროლოგიის რესპ. სამმართველოს ინჟინერ-აეროლოგის, რადიოლოკაციის უფრ. ინჟინრის თანამდებობებზე (1976-1981). სწავლობდა ლენინგრადის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის დასწრებულ ასპირანტურაში (1981-1984). მუშაობდა საქართვ. ჰიდრომეტეოროლოგიის რესპ. სამმართველოს აეროლოგიის ჯგუფის უფროსის, ჰიდრომეტცენტრის უფროსის მოადგილის, გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ცენტრის უფროსის თანამდებობებზე (1984-1991). მუშაობდა საქართვ. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავ-რის პირველი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე (1991-2000). მუშაობდა გარემოს მონიტორინგის სფეროში საქართვ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე (2000-2004); მუშაობდა საქართვ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწ. საქვეუწყებო დაწესებულების - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტ. თავ-რის, შემდგომ ამავე სამინისტროს გარემოს ეროვნ. სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტ. უფროსის თანამდებობებზე (2004-2025). ამჟამად მუშაობს საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნ. სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტ. უფროსის თანამდებობაზე (2005-დან); არის საქართვ. მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში (WMO, 2005-დან); არის საქართვ. პასუხისმგებელი პირი კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა პანელში (IPCC, 2012-დან). მონაწილეობა აქვს მიღებული WMO-ს და IPCC-ის მრავალი კონგრესის, პლენარული სესიის და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ან მონაწილეობდა/მონაწილეობს დონორი საერთაშ. ორგანიზაციების და განვითარებული ქვეყნების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რ-ებიც შეეხებოდა საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. სფეროს გაძლიერების, მათ შორის მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლ. მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტური სისტემის შექმნის მიმართულებას.