- კატეგორიები: ისტორიკოსი ეთნოლოგი
ჭითანავა დავით რეზოს ძე (04.XII.1973, ქ. ფოთი). ისტორიკოს-ეთნოლოგი, ისტ. დოქტ. (2003). საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის, საქართვ. სოც. ურთიერთობათა ეთნოგრ. განყ-ბის მეცნ. თანამშრომელი (2003-2006), ამავე ინ-ტის ანთროპოლ. კვლ. ლაბორ. მეცნ. თანამშრომელი (2006-2016), თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ანთროლო. კვლ. ლაბორ. უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2017-დან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საქართვ. და კავკ-ის მოსახლ. გენოფონდის შემსწავლელი კომისიის წევრი (2019-დან).
ჭ.დ.-მა პირველად მონოგრაფიულად შეისწავლა თანამედროვე სამეგრელოს რეგიონის ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობების სისტემა უძვ. დროიდან დღემდე; ასევე, ავტორს მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს კოლხ. (მეგრ.) გვარ-სახელების გენეზისის, საქართვ-ში გვაროვნული საზ-ების სოც. სტრუქტურის და ეთნოგენეზის ცალკეულ საკითხებზე; მნიშვნელოვანი შენაძენია ასევე მისი მონოგრაფია „ზედაშეს“ შესახებ.
ჭ.დ. არის ასზე მეტი სამეცნ. ნაშრომის (მათ შორის 7 წიგნის) ავტორი. მის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები საქართვ. ისტ. და ეთნოლოგიის საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს (ეთნოგენეზის, საოჯახო ყოფის, პატრონიმიის და გვარის სტრუქტურის, წარმართული რწმენა-წარმოდგენების, ტოპონიმიკის, საერო და საეკლესიო ნაგებობების ისტორია, სამღვდელოების და თავადაზნაურობის ისტორია, გვარსახელთა გენეალოგიური კვლევების მიმართულებით). მისი კვლ-ების ძირითად მიმართულებაში ახლებური მიდგომებით არის გაშუქებული გვარ-სახელების ეთნოისტორიის, პირველყოფილი და გვაროვნული საზ-ების გენეზისის და სოც.-ეკონ. ისტ. შესწავლის საკვანძო საკითხები.
ჭ.დ.-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართვ. მოსახლ. გენეტ. ისტ. შესწავლაში. როგორც ეთნოლოგი, ინტერდისციპლინარული კვლ-ების ფარგლებში, იკვლევს გვარსახელთა ეთნოისტორიას, სადაც მონაწილეობენ აშშ-ის პენსილვანიის უნ-ტის ანთროპოლ. დეპარტ.-ის პროფ-ებიც. ამ მიმართულებით, ჭ.დ.-ის მიერ, სხვა ქართვ. მეცნიერებთან ერთად, DNA-მარკერების მიხედვით, ერთობლივი კვლევა ჩატარდა სვანეთში (2012), სამეგრელოში (2016), გურიასა და აჭარაში (2020), სამცხე-ჯავახეთში (2023), ქვემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში (2025). კვლევის შედეგები, ჭ.დ.-ის თანაავტორობით, გამოქვეყნებულია სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში (American Journal of Physical Anthropology, 2017, October 27; A N C I E N T LINEAGES, Filadelfia, 2017; BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES, vol. 11, no. 4, 2017; vol. 13, no. 4, 2019; Genome Biology and Evolution 15(11): evad 198). https://academic.oup.com/gbe/article/15/11/evad198/7341981
თხზ: ჭითანავა, დ. (2010). ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში (უძველესი დროიდან დღემდე). მწიგნობარი. ISBN 9789941913808; ჭითანავა, დ. (თანაავტორი). (2011). ქართლის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხები და ანთროპოლოგიური ტიპის ცვალებადობა ძვ. წ. III ათასწლეულიდან XX საუკუნის ჩათვლით.. მერიდიანი. ISBN 9789941104435; ჭითანავა, დ. (თანაავტორი). (2015). ყულის ეკლესია და თამარი. მწიგნობარი. ISBN 9789941424922; ჭითანავა, დ. (2020). კოლხური გვარ-სახელის გენეზისი მრუდე სარკეში. კოლორი. ISBN 9789941822100; ჭითანავა, დ. (თანაავტორი). (2021). სამეგრელოს სოფლები ძველად და ახლა. უნივერსალი. ISBN 9789941269936; ჭითანავა, დ. (2022). „ზედაშე“-ს კულტურა საქართველოში. კოლორი. ISBN 9789941835766; ჭითანავა, დ. (2023). გუბელაძეები (საგვარეულო მატიანე). მწიგნობარი. ISBN 9789941508172.