-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩიტალაძე დარეჯან
ჩიტალაძე დარეჯან (28. IV. 1951, ბათუმი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, გეოფიზიკის სპეციალობით (1973), სსრკ ჰიდრომეტცენტრის ასპირანტურა. მუშაობა დაიწყო საქართვ. ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე (1974-დან), თსუ-ის გეოფიზიკის კათედრაზე მეცნიერ-თანამშრომლად (1991-დან). წლების განმავლობაში იყო სადიპლომო ნამუშევრების დაცვის კომისიის მდივანი, მისაღები გამოცდების კომისიის წევრი, ფიზიკის ფაკ-ტთან არსებული ფიზიკა-მათ. სკოლის მენეჯერი. მუშაობდა ატმოსფეროს ფიზიკის მიმართულებით. იყო საერთაშ. გეოფიზიკური საზ-ების წევრი. დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათ. საკანდიდატო ხარისხის მოსაპოვებლად (2005). მუშაობს საჯარო სკოლაში ფიზ. და მათემატიკის წამყვან მასწავლებლად.