-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასისტენტ-პროფესორი
ჩიტალაძე ქეთევან ომარის ასული (11.II.1970, თბილისი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასისტენტ - პროფესორი. დაამთავრა საქ. ტექნიკური უნ-ტის ენერგეტიკის ფაკ-ტი (1987-1992). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1993-1998), იყო სტატისტიკის კათედრაზე ხარისხის მაძიებელი. დისერტაცია დაიცვა თემაზე - „ტურიზმის განვითარება საქართველოში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე“ (2009) და მიენიჭა ეკონ. დოქტორის აკად. ხარისხი (2009). მუშაობდა სტატისტიკის კათედრის პროფესორ ასისტენტად, მასწავლებად; ეკონ. და სოც. სტატისტიკის კათედრის ასისტენტ პროფესორია (2020–დან). ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. სპეციალისტი (2021–დან). თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სტუდენთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დასახელებული იყო წლის საუკეთესო პედაგოგად და გადაეცა სერტიფიკატი (2014-2015). მონაწილეობდა 40-ზე მეტ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში, საქართვ. რეგიონების დემოგრ. და სოც. კვალიფიკაციის ასამღლებელ კურსებსა და საგრანტო–სახელშეკრულებო პროექტებში. გამოაქვეყნა 80- ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.
თხზ.:ჩიტალაძე, ქ. (თანაავტორი). (2014). სტატისტიკა ტურიზმისათვის. თბ., უნივერსალი; ჩიტალაძე, ქ. (თანაავტორი). (2023). საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-491-78-8; ჩიტალაძე, ქ. (თანაავტორი). სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში: პრაქტიკული დამხმარე სახელმძღვანელო, ნაწ. 2. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941336188; ჩიტალაძე, ქ. (თანაავტორი). (2025). სტატისტიკა ტურიზმისათვის:ამოცანებისა და ტექსტების კრებული. თბ., უნივერსალი.