ჩიტალაძე ამირან ერმილეს ძე
ჩიტალაძე ამირან ერმილეს ძე

ჩიტალაძე ამირან ერმილეს ძე (1948, სოფ. ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი), მათემატიკოსი. თსუ-ის ასისტენტ პროფესორი (2006); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ., საკანდიდატო თემაა: „ატმოსფეროს მიწისპირა ფენის სითბური რეჟიმის მოდელირება საქართველოს რეგიონისათვის“ (2003). ჩ. ა.-მა დაამთავრა:  კო­მაროვის სახ. ფიზ.-მათ.  სკოლა-ინტერნატი (1966), თსუ-ის   მექან.-მათ. ფაკ-ტი, სპეციალობით „მათემატიკა“ (1966-1971). სხვადასხვა დროს იყო:  თსუ-ის   მექან.-მათ. ფაკ-ტის გამოთვლითი მათ. და ინორმატიკის კათედრის   უფრ. ლაბო­რანტი, ასისტენტი,  უფრ. მასწავლეებლი (1971-2006) და თსუ-ის ასისტენტ  პროფესორი (2006-2010).