ჩიტაია ნუგზარ
ჩიტაია ნუგზარ

ჩიტაია ნუგზარ (17.IV.1952, თბილისი - 01.IX.2018, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1974); სწავლობდა   ასპირანტურაში თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1980-1984). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ლოკალური სიმეტრიები და ბმებიანი სისტემების გეომეტრიული რედუქცია“  და მიენიჭა   ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის (აკად. დოქტორი) სამეცნ. ხარისხი (2002). მუშაობდა უნ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე (1975-დან): იყო ფიზიკის ფაკ-ტის თეორ. ფიზიკის კათედრის ასისტენტი (1985-2003), დოცენტი (2003-2006); კონტრაქტით მოწვეული ასოცირებული პროფესორი (2006-2008). კითხულობდა ლექციებს თეორ. ფიზიკის სხვადასხვა დისციპლინაში. არის 10-მდე  სამეცნ. ნაშრომის  ავტორი/თანაავტორი თეორიულ და მათემატიკური ფიზიკაში, ბირთვული ფიზიკაში. იყო ფიზიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2001-2005), თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ხარისხის მართვის სამსახურის უფრ. (2006-2008),  ფაკ-ტის სამეცნ.-კვლ. სამსახურის უფრ. სპეციალისტი (2008 – 2009); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროში  აკად. განათლებისა და მეცნ. განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვ. (2009-2010) და უმაღლ. განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი (2010-2018).