-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ჩიტაია კახა (23.III.1951, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1974) და ასპირანტურა (1987). იყო თსუ ნახევარგამტართა ფიზიკის პრობლემური ლაბორ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1974-1976); მეცნიერ-თანამშრომელი (1979-1992); სამეცნ.- კვლ. ინ-ტის "მიონის"ინჟინერი (1976-1979); საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყ-ების მდივანი (1979-1980); მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნ-ტის, ფიზიკის ფაკ-ტის ასპირანტი (1983-1987); საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტ. დეპარტამენტის II ევროპული სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფრ., დსთ-ს სამმართველოს უფროსი (1992-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართვ. მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1995-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართვ. მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1999-2004). არის 7 სამეცნ. ნაშრომის ავტორი.