ჩიტაია ირაკლი ონისეს ძე
ჩიტაია ირაკლი ონისეს ძე

ჩიტაია ირაკლი ონისეს ძე (17.VII.1989, ზუგდიდი), მათემატიკოსი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2025), თსუ-ის მათემატიკის დოქტორი (2017). იყო: თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ბაკალავრი, მაგისტრანტი და დოქტორანტი (2006-2017). სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებით მათ. ინ-ტში (2017-2018), ზოგად საგანმან. სკოლებსა და უნ-ტებში. წარმატებული სამეცნ.  და პედ. საქმიანობისთვის მიღებული აქვს   განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობის სიგელი (2014) .  მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მათ. ლოგიკა და გამოთვლადობის თეორია. სამეცნ. ნაშრომები უმეტესად ეძღვნება ალგორითმულად ამოუხსნადი ამოცანების სირთულის ხარისხების კვლევას.

თხზ.: ჩიტაია, ი. (თანაავორი). (2019). გეომეტრიული ამოცანები განსხვავებული ამოხსნებით. ზუგდიდი, ინტელექტი.