ჭინჭარაული გიორგი ბაძიას ძე
ჭინჭარაული გიორგი ბაძიას ძე

ჭინჭარაული გიორგი ბაძიას ძე (29.I.1947, სოფ. საჭურე, ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, პოლიტეკონომიის სპეციალობით (1966-1971), თსუ-ის ასპირანტურა (1972-1975). მუშაობდა ჰუმანიტარული ფაკ-ტ-ის პოლიტ. ეკონომიის კათედრის ასისტენტად (1976-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „Вопросы воспроизводства и использования рабочей силы в условиях развитого социализма: (По материалам горн. р-нов ГССР)“, მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. წოდება (1979), შემდეგ სადოქტორო, თემა: “Теоретические и методологические проблемы исследования воспроизводства рабочей силы в системе производственных отношении социализма“ (1984). იყო პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი (1981-2006). ჭ. გ. იყო საქართვ. ეროვნ. უნ-ტის კათედრის გამგე, პროფესორი (1993-დან); საქართვ. მთიელთა საზ-ების თავ-რე (1988); ეროვნ. ერთიანობის პარტიის თავ-რე (1990-დან); არჩევნებში კენჭს იყრიდა ბლოკის „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა კავშირი“ პარტიული სიით, თუმც ვერ გახდა პარლამენტის წევრი (1990, 1992); იყო ფრაქცია „ბორჯღალის” თავ-რე, აგრეთვე იურიდ. და საფინანსო კომისიების წევრი (1995); გამოსცა მრავალი ნაშრომი და თეზისები.

თხზ.: ჭინჭარაული, გ. (1978). სამუშაო ძალის კვლავწარმოების შინაარსი. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ჭინჭარაული, გ. (1989). მოსახლეობის მიგრაცია და სოციალური კონპენსაცია. თბ. საბჭ. საქართველო; ჭინჭარაული, გ. (2001-2006). ეკონომიკური თეორია: (ეკონომიკსის ასპექტი): ნაწ.1-4. თბ., ლოგოსი; ჭინჭარაული, გ. (2020). ცხოვრებისეული მოვლენები და დემოკრატია. თბ., სესტუ, ISBN: 9789941823084; ჭინჭარაული, გ. (2021). ეკონომიკურ მეცნიერებათა შესავალი. თბ., სესტუ, ISBN: 9789941831485.

ლიტ.: კანდელაკი, კ. (თანაავტორი). (1999). საქართველოს პოლიტიკური პარტიები: ცნობარი: 1999. თბ., ISBN 9992852410.