ჩინჩალაძე ნატალია ბეჟანის ასული
ჩინჩალაძე ნატალია ბეჟანის ასული

ჩინჩალაძე ნატალია ბეჟანის ასული  (30.X.1974, ქ. თბილისი) ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (2003), დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1996), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტში მუშაობს უმცროსს და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციებზე (1996), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში  (2012), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველობის მეცნ. ფაკ-ტი ასისტენტ პროფესორი (2010-2016), ასოცირებული პროფესორი (2016-დან). საქართვ. მექანიკოსთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (2012-დან),  საქართვ. მათეკატიკოსთა კავშირის წევრი (2001-დან) სწავლული მდივანი (2006,მარტი)-2013); სმკ-ს სათათბიროს წევრი (2013-დან); ISAAC (International Society for Analysis, its Applications and Computation)-ის წევრი (2005-დან); თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართვ. ეროვნ. კომიტეტის წევრი (2005-დან); Bulletin of TICMI (http://www.emis.de/journals/TICMI)-ს პასუხიმგებელი მდივანი (2002-დან); Managing Editor of Lecture Notes of TICMI (http://www.emis.de/journals/TICMI)-ს პასუხიმგებელი მდივანი (2002 წ.-დან). ჩ. ნ.-ს  ნაშრომთა სრული სია მოიცავა 35-ზე მეტ დასახელებას, მათ შორის არის 1 მონოგრაფია და  1 სახელმძღვანელო, არის Springer-ის მიერ გამოცემული შრომათა კრებ. თანარედაქტორი. იგი მონაწილე და ორგანიზატორია მრავალი საერთაშ.  სამეცნ. კონფერენციისა. ჩ. ნ. სპეც. გრანტებით  მიწვეული იყო  მსოფლიო საერთაშ. კონგრესებზე, კონფერენციებზე და სიმპოზიუმებზე გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში,  შვედეთში, ესპანეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ავსტრალიაში, ჩეხეთში, რუსეთში, სომხეთში,  ყაზახეთში, თურქეთში, ნიდერლანდებში, რუმინეთში, აშშ-ში. არის შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და  საერთაშ. სამეცნ. გრანტის მონაწილე  და კოორდინატორი (INTAS South Caucasian Republics 2006 - Research Project  No : 06-100017-8886 (2007-2009); GRDF/CRDF Grant (Georgian-U.S. Bilateral Grants Program III, GEP1-3339-TB-06, 2007-2009); Individual grants of GRDF/CRDF (GTFP-11, 2004; GTFPF-11, 2005-2006). დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით (2024), ი. ვეკუას მედლით (2018), მიღებულია აქვს საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდია. თანამშრომლობს/თანამშრომლობდა რომის ლა-საპიენცას (იტალია), რომის ტორ ვერგატას (იტალია), ბაზილიკატას (იტალია), დელავერის (აშშ), პარიზის ლეონარდო და ვინჩის (საფრანგეთი) უნ-ტებთან. მის სამეცნ. ინტერესების სფეროს განეკუთვნება სასაზღვრო და საწყის-სასაზღვრო ამოცანები სინგულარული დიფერენციალური განტოლებებისა და სისტემებისათვის; წამახვილებული დრეკადი გარსები, ფირფიტები და ღეროები; თხევად და დრეკად გარემოთა ურთიერთქმედების ამოცანები.