-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჭილაშვილი ოთარ ალექსანდრეს ძე (01.I.1937წ. ქ. გურჯაანში-25.III. 2020), ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (1967). თსუ-ის დაბალი ტემპერატურების სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის განყ-ბის გამგე. დაამთავრა ქ. გურჯაანის საშ. სკოლა მედლით (1954) და ამავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე, რ-იც წარჩინებით დაამთავრა (1959). იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში ექსპერ. ბირთვული ფიზიკის სპეციალობით. ხელმძღვ. აკად. ელეფთერ ანდრონიკაშვილი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (1967). 1961-2006 წლებში მუშაობდა თსუ-ის დაბალი ტემპერატურების სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის თანამშრომლად (1961-2006), კონკურსის წესით ეკავა უმცროსი მეციერ მუშაკის, უფრ. მეცნიერ მუშაკის, განყ-ების გამგისა და ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობები. ძირითადი ექსპერ. სამეცნ. მიმართულებებია: ბირთვების პოლარიზაცია დაბალ ტემპერატურაზე, სკვიდმაგნიტომეტრია, კრიოელექტრონიკა. ჭ. ო. ექსპერიმენტულ სამეცნ. კვლევებს აწარმოებდა ქ. მოსკოვის კურჩატოვის სახ. ბირთვული კვლევების ინს-ტში (1960-1964), ასევე ინგლისში, ოქსფორდის უნ-ტის კლარენდონის ლაბორატორიაში (1967-1968). არის 27 სამეცნ. შრომის ავტორი და აქვს 2 საავტორო უფლება. თსუ-ის რექტორის წარდგინებით ჭ. ო. დაინიშნა ქ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის მიერ გახსნილი ქ. გურჯაანის გიმნაზიის რექტორად (1991). 2001წ. იმყოფებოდა აშშ-ი სახელმწ. დეპარტ. მიწვევით საგანმან. სისტემის გასაცნობად (2001). ჭ. ო. არის ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო მედლისა და საქართვ. ღირსების ორდენის მფლობელი (2002).