ჭილაშვილი გურამ
ჭილაშვილი გურამ

ჭილაშვილი გურამ (17.IX.1928, გურჯაანი - 7.X.1990,თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1951). სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში თეორ. ფიზიკის განხრით, იყო თეორ. ფიზიკის კათედრის თანამშრომელი. მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების ინ-ტში  (1962-1964). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აირჩიეს ფიზიკის ფაკ-ტის დეკანად, შემდეგ კი დაინიშნა თსუ-ის პრორექტორად (1969). იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მონაწილეობდა ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის შემუშავებაში.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჭილაშვილი, გ. (1997). რელატივისტური მექანიკა . უნ-ტის გამ-ბა; ჭილაშვილი, გ. (1978). ტენზორული აღრიცხვის ელემენტები : ლექციების კურსი. უნ-ტის გამ-ბა; ჭილაშვილი, გ. (1973). ორი და სამი ნაწილაკის კვანტური მექანიკა . უნ-ტის გამ-ბა; ჭილაშვილი, გ. (1968). ვაგან მამასახლისოვი : ფიზიკოსი. უნ-ტის გამ-ბა.