-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე მწერალი პროზაიკოსი პუბლიცისტი
ჭილაია სერგი გიორგის ძე (1912, სოფ. სერგიეთი - 1993, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1936). იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1941-1944), საქ. სსრ კპ ცკ-ის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგე (1944-1949); თსუ-ში კითხულობდა ლექციებს უახლესი ქართ. ლიტერატურის ისტორიაში; პირველი ლიტ. წერილი იყო „ეგნატე ნინოშვილის გურია“ (1934), პირველი წიგნი — „ვახტანგ ორბელიანი“ (1941). იყო საქართვ. მწერალთა კავშირის პირველი მდივანი (1951-1973). მისი სამტომეული „მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა“ უახლესი ქართ. მწერლობის ლიტ. პროცესის სისტემატიზაციის პირველი მეცნიერული ცდაა; XX ს. 10-20-იანი წლებში ქართ. ლიტერატურის მიმართულებათა ისტორია გადმოცემულია წიგნებში: „ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზა“ (1953) და „წლები და პრობლემები“ (1980); მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. იყო ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1963). საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1973).
თხზ.: ჭილაია, ს. (1989). მოგონებების გამა. თბ., საბჭ. საქართველო; ჭილაია, ს. (1992). ეკატერინე ჭავჭავაძე. თბ., მერანი; ჭილაია, ს. (1992). შვილები. თბ., უნ-ტის