ჭილაია რამაზ თამაზის ძე
ჭილაია რამაზ თამაზის ძე

ჭილაია რამაზ თამაზის ძე (10.III.1950 - 16.VII.2021), ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1972) და ამავე უნ-ტის ასპირანტურა (1978). მუშაობდა თსუ-ში ფილოლოგიის ფაკ-ტზე უფრ. მასწავლებლად (1977-1997), იყო ფილოლოგიის ფაკ-ტის დოცენტი (1997-2005), ასოცირებული პროფესორი (2005-დან), საზ. მაუწყებლის პროექტის „საქართველოს დიდი ათეულის“ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვ., ექსპერტი (2008-2009), ნიუ-იორკის არაძალადობრივი კომუნიკაციის ცენტრისა და მე-20 საშ. სკოლის ერთობლივი პროექტის - „Nonvailent Communication“ 3 ტრეინინგში (სრული კურსი) მონაწილე (2002-2005); საქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჟურნ. „კულტურა პლუსის“ რედაქტორი, გამომცემელი (2015-დან); საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი (2016-დან); „პალიტრა L-ის“ ლიტ. კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ჟიურის წევრი (2017-დან). ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (2005), საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ლიტერატურული გმირის პრობლემა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის შემოქმედების მიხედვით“ (1998); სადოქტორო დისერტაციის თემა - „ავტორი და სინამდვილის მხატვრული ათვისების პრობლემები“ (2005). ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოც. მეცნიერებების ფონდის, რუსთაველის ფონდის, ექსპერტი (2009);  გადაეცა ლიტ. პრემია „საბა“, როგორც საუკეთესო კრიტიკოსს (2020).

თხზ.: ჭილაია, რ. (1984). ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭილაია, რ. (1998). ლიტერატურული გმირის საკითხი ლიტერატურის თეორიაში. თბ., ინტელექტი; ჭილაია, რ. (2003). ლიტერატურათმცოდნეობა: ენციკლოპედ. ცნობარი. თობალისი; ჭილაია, რ. (2009). ტექსტი ტექსტებზე. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 9789941130809; ჭილაია, რ. (თანაავტორი). (2017). ლიტერატურული მიმდინარეობები: კლასიციზმიდან მოდერნიზმამდე. კრებული. თბ.,   GCLA Press. ISBN: 9789941473296; ჭილაია, რ. (2019). პოეტიკური ჩანაწერები. თბ., პალიტრა L. ISBN: 9789941297571