ჭილაძე იზოლდა გიორგის ასული
ჭილაძე იზოლდა გიორგის ასული

ჭილაძე იზოლდა გიორგის ასული (10.I.1951, ბაღდათის რაიონ-21.VII.2025,თბილისი), ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნ. კანდ., მეცნიერი, თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის სააღრიცხვო-ეკონ. ფაკ-ტი, მრეწველობის ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით (1969-1974); ასპირანტურა (1974-1978). ჭ. ი. მუშაობდა თსუ-ის აღრიცხვისა და ანალიზის კათედრაზე ასისტენტად (1978-1985), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე: „საწარმოო ფონდების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების გზები ჩაის პირველად გადამუშავებაში“ (1986) და მიიღო დოცენტის წოდება (1986-2006).  ჭ. ი. იყო ილია ჭავჭავაძის საზ-ებისა (1987-1989) და სახალხო ფრონტის გამგეობის წევრი (1991-1993); საქართვ. დამოუკიდებლობის პარტიის წევრი (1989-1990); ქეთევან წამებულის საზ-ების (არაოფიციალური ორგანიზაციის) თავ-რის მოადგილე (1990-1991); შემდეგ აირჩიეს ამავე საზ-ების თავ-რედ (1999); კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში, რ-ც მაჟორიტარი (1992, 1995, 1999). ჭ. ი.-მ გაირა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და ტრენინგები. მონაწილეობდა საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. კონფერენციებში მომხსენებლად სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, ასევე საგრანტო-სახელშეკრულებო პროექტებში, თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნ. ცენტრებთან. არის თსუ-ის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2013-დან). გამოსცა მრავალი სახელმძღვანელო და მონოგრაფია.

თხზ.: ჭილაძე, ი. (2009). ფინანსური აღრიცხვის პრობლემური საკითხები: მონოგრაფია. [თბ.], მერანი, ISBN: 9789941016677; ჭილაძე, ი. (2016). ბუღალტრული აღრიცხვა ბანკებში: სახელმძღვ. თბ., მერედიანი, ISBN: 9789941252532; ჭილაძე, ი. (თანაავტორი). (2016). ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები. თბ.; ჭილაძე, ი. (2018). ფინანსური ანალიზი: (ფინანსური ანგარიშების ანალიზი): სახელმძღვანელო. თბ.,  ISBN: 9789941275616; ჭილაძე, ი. (თანაავტორი). (2019). ფინანსური აღრიცხვა: სახელმძღვ. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941138577; ჭილაძე, ი. (2019). საწარმოთა ლევერიჯისის ანალიზის მეთოდიკის სრულყოფის საკითხები: მონოგრაფია. თბ., მწიგნობრობა, ISBN: 9789941485206.

ლიტ.: კანდელაკი, კ. (თანაავტორი). (1999). საქართველოს პოლიტიკური პარტიები: ცნობარი: 1999. თბ., ISBN 9992852410.