ჭილაძე ბადრი გივის ძე
ჭილაძე ბადრი გივის ძე

ჭილაძე ბადრი გივის ძე (23.V.1942, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965) და მუშაობა დაიწყო ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში. ამ ლაბორ. ბაზაზე ჩამოყალიბდა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (1980), სადაც ჭ. ბ.-მ განაგრძო მუშაობა და მრავალი წელი ასრულებდა დირექტორის მოადგილის მოვალეობას სამეცნ. მიმართულებით (1985-2017). ჭ. ბ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატის აკად. დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნასრომზე: „Investigation of inclusive processes of production of neutral strange particles in π–p and π–C interactions at 5 GeV/c“ (1981). სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ხანგრძლივობით იმყოფებოდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი); უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო სამეცნ. თანამშრომლობის შედეგად ჭ. ბ. იყო მრავალი საერთაშ. თანამშრომლობის წევრი CMS CERN (ჟენევა, შვეიცარია), COMET (იაპონია),  ANKE (გერმანია),  HYPERON, SVD, EXCHARM (რუსეთი) და ა.შ; მისი სამეცნ. კვლევების სფეროა: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ელემენტარული ნაწილაკების დეტექტორები, ელექტრომაგნიტური კალორიმეტრია, სტანდარტული მოდელის ფარგლებს მიღმა ფიზიკა და იშვიათი პროცესების ექსპერიმენტული ძიება; არის ჰიგს-ბოზონის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის სტატიის თანაავტორი (CMS-დან); ასევე 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Measurement of the like-spin asymmetry in inclusive production of pi0 and eta mesons in the central region at momentum 40-GeV/c“ (Sov.J.Nucl.Phys. 50, 432-437, 1989); Forward K+ production in subthreshold pA collisions at 1.0-GeV“ (Phys.Rev.Lett. 87, 022301, 2001); „A New Boson with a Mass of 125 GeV Observed with the CMS Experiment at the Large Hadron Collider“ (Science 338, 1569-1575, 2012). ჭ. ბ. იყო ადგილ. და საერთაშ. მრავალი კონფერენციისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე.