ჩიქვინიძე ბესიკ
ჩიქვინიძე ბესიკ

ჩიქვინიძე ბესიკ ლევანის ძე (25.IX.1987 ქ. ბაღდათში), მათემატიკოსი. თსუ–ის ასოცირებული პროფესორი (2025), მათ. აკად. დოქტორი (2013). დაამთავრა თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. მიმართულება (2008) და მათ. სამაგისტრო პროგრამა(2010). თსუ–ის ასისტენტ პროფესორი (2021-2025) და ასოცირებული პროფესორი (2025). არის საქ. სტატისტ. ასოციაციის პრეზიდენტი და საქ. მათ. კავშირის წევრი. მუშაობდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. მიმართულების მოწვეულ პროფესორად (2011-2020). ის არის საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ერთი (2010-2012) და შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ორი (2014-2016) გამარჯვებული პროექტის ძირითადი შემსრულებელი. მისი ძირითადი შრომები ეხება ექსპონენციალური მარტინგალების თანაბრად ინტეგრებადობის საკმარისი და შემდგომ აუცილებელი და საკმარისი პირობების დადგენას როგორც უწყვეტი ასევე მარჯვნიდან უწყვეტი მარტინგალების შემთხვევაში.

თხზ.: Chikvinidze, B. (2017). An extension of the mixed Novikov-Kazamaki condition, Infinite dimensional analysis, quantum probability and related topics, Vol. 20, Issue 4, pp. 1750022; Chikvinidze, B. (2021). The mixed Novikov–Kazamaki type condition for the uniform integrability of the general stochastic exponential. Stochastics – An international journal of probability and stochastic processes, Vol. 94, Issue 5, pp. 710 – 722; Chikvinidze, B. (2022). Neceary and Sufficient Conditions for the Uniform Integrability of the Stochastic Exponential. Journal of Theoretical Probability, Vol. 35, Issue 1, pp. 282 – 294.