-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ჩიკვილაძე მიხეილ პარმენის ძე (10.II.1948, გაგრა), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ასოცირებული პროფესორი. თბილ. საფინანსო-ეკონ. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1976). იყო ფ. გოგიჩაიშვილის სახ. სტიპენდიატი. დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,საქართველოს საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბების და სრულყოფის მიმართულებანი, საბაზრო მეუნეობის პირობებში“ (1979). ასპირანტურაში სწავლის პერიოდში აირჩიეს თსუ-ის ახალგაზდული ორგანიზაციის თავ-რედ, უნ-ტის დიდი სამეცნ. საბჭოს წევრად. მუშაობდა საქართვ. ფინანსთა სამინისტროოს ფინანს. კონტროლის თავ-რედ(1990-1991). საქართვ. კონტროლის პალატის თავ-რის პირველ მოადგილედ(1991-1998). საქართვ. სახელმწ. საგადასახადო შემოსავლების თავ-რედ(1998-2001), საბაჟო აკად. კათედრის გამგე და პრორექტორია (2001-2002). დღემდე არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ასოცირებული პროფესორი (2005-დან). იყო თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის დეკანი, ეკონ. ფაკ-ტის რეორგანიზაციის პერიოდში თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანის მ/შ. წევრია სხვადასხვა სადისერტაციო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ფაკ-ტის აკად. პერსონალის საკონკურსო და სააპელაციო კომისიებს. მიღებული აქვს დიპლომი ნომინაციაში ,,საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკაში“. დაჯილდოვებულია: ივ ჯავახიშვილის სახ. მედლით; საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით; საპატიო ნიშნის ორდენით, ღირსების ორდენით. არჩეულია უნ-ტის სენატის წევრად. გამოსცა 40-ზე მეტი სამეცნ. სტატია, იმპაქტ ფაქტორიან და სხვა მაღალ რეიტინგულ ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში.
თხზ.: ; ჩიკვილაძე, მ. (თანაავტორი). (2007). საგადასახადო საქმე. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941000485; ჩიკვილაძე, მ. (თანაავტორი). (2011). გადასახადები და დაბეგვრა. თბ., შპს ფავორიტი პრინტი, ISBN 9789941038921.