-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკადემიკოსი
ჩიქოვანი რაფიელ ირაკლის ძე (29. XI.1930, ცაგერი - 23.IX.2019, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953). მუშაობდა მოსკოვში, საკავშ. მეცნ. აკადემიის რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის ინ-ტში (1963-1965); თბილ. ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნ.-კვლევით საკავშ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში (1965-1973), მისი უშუალო ხელმძღვანელობით ინ-ტში შეიქმნა ნახევარგამტარული ოპტოელექტრონიკის მიმართულება; სამეცნ.-კვლევითი ინ–ტის "მიონის" დირექტორის მოადგილე (1973-1977); ინ–ტის "მიონის" და მისი ქარხნის დირექტორი (1977-1984); თსუ-ის საინჟ. ფაკ-ტის დეკანი (1998-2004), სტუ-ის ფუნდამენტურ მეცნ. სასწ.-სამეცნ. კომპლექსის ხელმძღვ., ფუნდამეტურ მეცნ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის დირექტორი, ფიზიკა-ტექნიკისა და ელექტრონიკის ფაკ-ტის დეკანი. დაიცვა საკანდიდატო (1970) და სადოქტორო (1998) დისრტაციები, პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. საინჟ. აკადემია, წევრ-კორესპოდენტი, აკადემიკოსი (1992). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. სახელმწ. პრემია (მეცნ. და ტექნიკის დარგში, 1980).