ჩიქოვანი გიორგი
ჩიქოვანი გიორგი

ჩიქოვანი გიორგი (30.VI.1928, თბილ. -13.III.1968, თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკა–მათემატიკის ფაკ–ტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ–ტში (1950); ხელმძღვანელობდა ინ–ტის კვლევის რადიოფიზიკური მეთოდების ლაბორატორიას (1956-1968), პარალელურად იყო ამავე ინ–ტის დირექტორის მოადგილე (1959-1962); მისი შრომები ძირითადად ეხება "უცნაური" ნაწილაკებისა და მძიმე ბოზონური რეზონანსების თვისებათა კვლევას; მან განავითარა ელემენტარული ნაწილაკების რეგისტრაციისა და ექსპერიმენტული მასალის დამუშავების მეთოდიკა; მიწვეული იყო ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (1956, CERN, ჟენევა), სადაც მან ორი წელი დაჰყო; არის საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ–ტის კოსმოსური სხივების მაღალმთიანი სადგურის (ცხრაწყაროს) ერთ-ერთი დამაარსებელი. ვლ. როინიშვილთან და ვლ. მიხაილოვთან ერთად შექმნა ნაპერწკლოვანი სტრიმერული კამერა (ელემენტარული ნაწილაკების სარეგისტრაციო ხელსაწყო). მიენიჭა ლენინური პრემია (1970).