-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ჩიქოვანი ანა გურამის ასული (27.X.1975, თბილისი), ფილოლოგი, ნეოგრეცისტი, ასოც. პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1997). ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (2004). მისი სადისერტაციო ნაშრომია: „რიტუალის ასახვა და ფუნქცია სტრატის მირივილისის შემოქმედებაში“ (2004). ჩ. ა. იყო თსუ-ის კლასიკური ფილოლ., ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტის ახ. ბერძნ. ენისა და ლიტ-რის მოწვეული მასწავლებელი (1997-2008), თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის კლასიკური ფილოლ., ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტის ასოც. პროფესორი (2008-დან); თსუ-ის ახ. ბერძნ. ფილოლ. პროგრამის ხელმძღვ. (2022-დან), შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის სამეცნ. პროგრამების დეპარტამენტის უფრ. მოადგილე (2010-2015); ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოც. მეცნ. ფონდის (შოთა რუსთაველის სახ. ფონდი) სამეცნ. გრანტების კოორდინატორი (2007-2010); საქართვ. ნეოგრეცისტთა ასოციაციის დამაარსებელი (1999); გამგეობის თავ-რე (2005-2011) და გამგეობის წევრი (2021-დან); ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი (2006-2014); უმაღლ. საგანამან. დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ენის დაუფლების უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (2018-2020); სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ლექსიკოგრაფიის უმაღლ. განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემდგენელი სამუშაო ჯგუფის წევრი (2022); საბერძნ. უმაღლ. განათლების სააგენტოს სააკრედიტაციო სამსახურის ექსპერტი (2023); კვიპროსის რესპ. ნაფიც მთარგმნელთა და თარჯიმანთა სახელმწ. საგამოცდო კომისიის წევრი, გამომცდელი (2023); ბერძნ. ენის ცოდნის სერტიფიცირების საერთაშ. გამოცდების გამომცდელი და შემფასებელი, ბერძნული ენის ცენტრი (2021); ათენის მეცნ. აკადემიასთან არსებული კოსტას და ელენი ურანისის სახ. ფონდის სტიპენდიატი (სტიპენდია დისერტაციაზე სამუშაოდ, 2000-2001). იყო კემბრიჯის უნ-ტის მიწვეული მკვლევარი (Visiting Scholar, 2007); ოქსფორდის უნ-ტის მიწვეული მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპიდან (Visiting Eastern European Scholar, 2006); ჩაატარა ერაზმუს მუნდუსის პროგრამის „ევროპული ლიტერატურები და კულტურები (CLE)“ ფარგლებში ინტენსიური სალექციო კურსები ბოლონიის უნ-ტსა და თესალონიკის არისტოტელეს სახ. უნ-ტებში (2012-2013). იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწ. დეპარტამენტის სტიპენდიატი, (სიეტლის უნ-ტი, 2022); სათარჯიმნო, თარგმანისა და ბერძნულის, რ-ც უცხო ენის სწავლების ტრენინგების ორგანიზატორი და მონაწილე (კრეტის უნ-ტთან, კვიპროსის ფერდერიკის უნ-ტთან, ათენის მეცნ. აკად. არსებულ კოსტას და ელენი ურანისების ფონდთან, საბერძნეთის კულტურის ფონდთან თანამშრომლობით, 2017-2024). არის ავტორი არაერთი თარგმანისა, მაგ.: დიმიტრის ნოლასი - „დაბრუნება საბერძნეთში“ (2022); ქართ. პოეზიის ანთოლოგია ბერძნულ ენაზე (Ανθολογία Γεωργιανής Ποίησης, დიმიტრის ნოლასთან ერთად); ქართულ-ბერძნული პარალელური ტექსტები, კომენტარები (2002); თანამედროვე ბერძნული პოეზიის ანთოლოგია, (Ανθολογία Ελληνικής Ποίησης, თანაავტორი, 2006); თანამედროვე ბერძნული მოთხრობის ანთოლოგია (Ανθολογία Ελληνικού Διηγήματος, თანაავტორი, 2003) და ა.შ.
თხზ.:ჩიქოვანი, ა. (თანაავტორი). (1998). ვკითხულობ ბერძნულად «Διαβάζω Ελληνικά», სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 9992865199; ჩიქოვანი, ა. (2006). რიტუალის ასახვა და ფუნქცია სტრატის მირივილისის შემოქმედებაში. თბ., ლოგოსი. ISBN: 9994031457; ჩიქოვანი, ა. (თანაავტორი). (2012). მცირე ახალბერძნულ-ქართული ლექსიკონი, Μικρό ΕλληνοΓεωργιανό Λεξικό. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941437144; ჩიქოვანი, ა. (თანაავტორი). (2015). ქართულ-ახალბერძნული ლექსიკონი, ΓεωργιανόΕλληνικό Λεξικό. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941437717; ჩიქოვანი, ა. (თანაავტორი). (2017). დიდი ახალბერძნულ-ქართული ლექსიკონი, ΕλληνοΓεωργιανό Λεξικό. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941401459; ჩიქოვანი, ა. (თანაავტორი, თანარედაქტორი). (2024). ნარკვევები ახალბერძნულ ლიტერატურაში. თბ., ლოგოსი. ISBN: 9994031961.