ჩიქობავა მალხაზ ბორისის ძე
ჩიქობავა მალხაზ ბორისის ძე

ჩიქობავა მალხაზ ბორისის ძე (25.VIII.1969, ზუგდიდი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით (1986-1991), იმავე წელს ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკ-ტის ასპირანტურაში. დამთავრების შემდეგ, მუშაობს უნ-ტის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე, სადაც ეწევა სამეცნ.-პედაგოგიურ საქმიანობას (1996–დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - „დასაქმების პრობლემები საქართველოს მრეწველოში“ (1997) და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის სამეცნ. ხარისხი. პარალელურად მუშაობდა საქართვ. ტურიზმისა და კურორტების სახელმწ. დეპარტამენტში სტატისტიკის განყ-ბის გამგის მოადგილედ (1999-2002), ხოლო საქართვ. შემოსავლების სამსახურში სასწ. ცენტრის ინსტრუქტრად (2002). იყო საქართვ. ფინანსთა სამინისტროს პერსონალის მართვის დეპარტ. სასწ. ცენტრის ინსტრუქტორი და მთ. სპეციალისტი(2002-2008). კონკურსის საფუძველზე აირჩიეს მაკროეკონომიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორად(2006), იგი დღემდე ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორია (2010–დან). ჩ.მ. არის 100-მდე სამეცნ. შრომის ავტორი, მათ შორის სალექციო კურსები, ტესტები და ამოცანების კრებულები: ,,უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების წარმოშობის მიზეზები" (ეკონომიკა და ბიზნესი = Economics and business, №3, ტ. X, 2017); ,,კეინზიანური და მონეტარისტული თეორიების შედარებითი ანალიზი = Comparative analysis of keynesian and monetarist theories" (ეკონომისტი = Ekonomisti, №4, ტ. XIV, 2018); ჩიქობავა, მ. (2020). ,,COVID-19, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ფორმა" (გლობალიზაცია და ბიზნესი = Globalization & business, N 10, 2020).

თხზ.:ჩიქობავა, მ. (თანაავტორი). (2020). Strategies of socio-economic development and mechanisms of their implementation in the conditions of economic uncertainty and globalization changes:[International collective monograph]. Kherson; Tb., Universal.