ჩიხრაძე მზია კონსტანტინეს ასული
ჩიხრაძე მზია კონსტანტინეს ასული

ჩიხრაძე მზია კონსტანტინეს ასული (21.04.1965), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის ფაკ-ტი.  მუშაობს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტ. და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყ-ბაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1988-დან). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006). სადოქტორო დაიცვა თემაზე “ნახატის განვითარების თავისებურებები თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში (ზ. ნიჟარაძის, ე. კალანდაძის, გ. კასრაძისა და დ. ერისთავის შემოქმედების მაგალითზე)”. ამავე სახელწოდების თემაზე დაბეჭდა მონოგრაფია, სადაც განხილულია ნახატის,  როგორც  სახვ.  ხელოვნების  ერთ-ერთი  ძირითადი შემადგენლის  პრობლემა  ქართულ ხელოვნებაში (2011). იყო: იელის უნ-ტისა და კოლუმბიის უნ-ტის მიწვეული მკვლევარი (აშშ, 2006-2008); ფულბრაიტის სამეცნ. კვლევითი პროგრამის მონაწილე აშშ-ში (2009-2010). ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. იგი იყო: IB ევრო-კავკ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი; ნიუ-იორკის კოლუმბიის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2011-2013); თსუ-ის ამერიკის ინ-ტის მიწვეული პროფესორი (2011); თავისუფალი უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2015-დან); თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის მოწვეული პროფესორი (2014-2016). უძღვებოდა თანამედროვე ხელოვნების საბაკალავრო კურსებს: „ევროპისა და აშშ-ს ახალი და თანამედროვე ხელოვნება“; „უახლესი ქართული ხელოვნება“ და სამაგისტრო კურსს - „თანამედროვე ხელოვნების თეორია“. მისი სამეცნ.-კვლევითი შრომები ეძღვნება თანამედროვე ქართულ და დასავლურ ხელოვნებას. არის რამდენიმე მონოგრაფიული კვლევისა და მრავალი სტატიის ავტორი თანამედროვე და უახლესი ხელოვნების ისტ. და თეორიის თემებზე. ჩართულია საერთაშ. კონფერენციებსა და სამეცნ. პროგრამებში. მათ შორის იყო შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროგრამის პროექტის „ინტეგრაცია და იდენტობა“ ხელმძღვ. (2016–2019). პროექტი განხორციელდა თსუ-ის ბაზაზე, მისი კურსდამთავრებული მაგისტრების: მ. შერგელაშვილის, მ. სახლთხუციშვილის, PHD სტუდენტის - ლ. ქარაიასა და თსუ-ის მიწვეული პროფესორის - ქ. შავგულიძის მონაწილეობით. სამეცნ. კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა ვებგვერდი და წიგნი.

თხზ.: ჩიხრაძე, მ. (2011). დიმიტრი ერისთავი. გრაფიკა: კატალოგი. სეზანი. ISBN:9789941037917; ჩიხრაძე, მ. (2013). თბილისური ავანგარდი და ილია ზდანევიჩი, Dada in Russian. ბელგრადი. გვ. 62-76. ISBN 978-86-6153-176-7;  ჩიხრაძე, მ. (2013-2014). უკან ისტორიისკენ: ხელოვნების ახალი გზა (1930-50-იანი წლების ამერიკული ხელოვნება). Academia/თბილ. სამხატვრო აკად. ჟურნ. N3, გვ. 162-174. ISSN 1512-0899; ჩიხრაძე, მ. (2016). მოსე თოიძე, 1871-1953. სეზანი. ISBN:9789941095832; ჩიხრაძე, მ. (2023). წიგნი-კატალოგი - ბათუ სიხარულიძე, შესავალი ტექსტი. თბ., სეზანი. ISBN 978-9941-8-5530-6; ჩიხრაძე, მ. (2018). ფიქრის ჟესტები, თანამედროვე ქართველი ემიგრანტი არტისტები აშშ-ში. ARS გეორგიკა (ონლაინ ჟურნ.). ISSN 1512-4088; ჩიხრაძე, მ. (2000). თბილისის კულტურული ცხოვრება 1910-1920-იან წლებში: [იმ პერიოდის ქართული მოდერნიზმი, ტფილისური ავანგარდი, მხატვრულ-ლიტერატურული გაერთიანებები, ქართული და რუსული ხელოვნების ახალი ტენდენციების შერწყმა]. ამირანი. N3, გვ. 85-105. ISSN 1512-0449; ჩიხრაძე, მ. (2020). ქართული ავანგარდი: ფუტურიზმი და მეტი [საუკუნის პირველი ათწლეულების ავანგარდული ხელოვნება ტფილისში და ძმები ზდანევიჩების შემოქმედება], Futurist Yearbook. ბრისტოლი. გვ. 172-200. ISBN 978-3-11070208-8; ჩიხრაძე, მ. (2024). ეროვნული ფორმის ძიებაში: პირველი რესპუბლიკა და ქართული მოდერნიზმი. საქართვ. პირველი  რესპუბლიკის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი სტატიების კრებ. ილიაუნი, ზიარი. გვ. 391-423. ISBN 978-9941-8-6384-4.