ჩიხლაძე ვიქტორ ალექსანდრეს ძე
ჩიხლაძე ვიქტორ ალექსანდრეს ძე

ჩიხლაძე ვიქტორ ალექსანდრეს ძე (26.IX.1946, თბილისი), ინჟინერ მეტროლოგი. დაამთავრა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი (1969),  ასპირანტურა (1974). იყო მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის უმცრ. მეცნიერ–თანამშრომელი (1972); უმცრ. მეცნ.  თანამშრომელი (1993);  უფრ. ინჟინერ-მეტროლოგი (1979); მთ. ინჟინერ-მეტროლოგი (1982); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქალაქ თბილისში მიწისპირა ოზონის  კონცენტრაციის ვარიაციების გამოკვლევა“ (2005) და მიენიჭა მეცნ. აკადემ. დოქტორის ხარისხი (2007);  ბაროკამერის და ატმოსფეროს ელექტრობის სადგურის საინჟ.-ტექ. უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2004); უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2005); მთ. მეცნიერ–თანამშრომელი (2015); სამხ. სამეცნ.–ტექ. ცენტრი „დელტას“ მეცნ. კონსულტანტი (2014).

თხზ.: ჩიხლაძე, ვ. (თანაავტორი). (2012). ფოტოქიმიური სმოგი თბილისში. თბ., თსუ–ის  მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი; ჩიხლაძე, ვ. (თანაავტორი). (2017). გარეშე ფაქტორებით ტრი-გერირებული მეწყრების ლაბორატორიული და მათემატიკური მოდელირება. საველე კვლევები. თბ., თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი; ჩიხლაძე ვ. (2025). სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები:[მონოგრაფია]. თბ., უნ-ტის გამ-ბა.