ჩიღვინაძე დავით მელქისედეგის ძე
ჩიღვინაძე დავით მელქისედეგის ძე

ჩიღვინაძე დავით მელქისედეგის ძე (14.VIII.1911, სოფ. ძირაგეული, ამბროლაურის რ–ნი-27.II.1963, თბილისი), დაამთავრა თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი. იყო თსუ-ის ასპირანტი. პაალელრად უძღვებოდა ზოგადი ფიზიკისა და მყარი სხეულების კურსს იგივე უნ-ტში. იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე. კითხულობდა ზოგადი ფიზიკის კურსს. მიენიჭა ფიზ-მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1941). საკანდიდატო ნაშრომში შეჯამებულ იქნა მრავალკომპონენტიან შენადნობთა კვლევის შედეგები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ შენადნობთა  მოცულობითი ცვლილებების გაანგარიშებისას თერმული დამუშავების დროს. საკანდიდატო ნაშრომმა მიიღო სპეციალისტების მაალი შეფასება. ეს ნაშრომი გამოთხოვილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ და მათი დაკვეთით შესრულებლი იქნა სამუშაო ,,დაწნეხილი ზოგიერთი მყარი სხელის ელეტული პაამეტრის შესწავლა“ (1942). ჩ.დ.–მ ჩამოაყალიბა მის მიერ დამუშავებული ექსპერიმენტული მეთოდები მოცემული ფორმის მეტალური მონოკრისტალების მიღებისა და გაზრდისათვის, კისტალოგრაფიულ წახნაგთა მიკროსტრუქტურითა და ა.შ. ზემოთ აღნიშნული სამუშაოები საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას (1953).