ჭიღლაძე რევაზ
ჭიღლაძე რევაზ

ჭიღლაძე რევაზ (27.III.1950, სოფ.ზოდი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი(1972), თსუ-ის ასპირანტურა(1979), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი(2006), პროფესორი (2008), დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (2000), მიღებული აქვს საქართვ. რესპუბლიკის პრეზიდენტის პერსონალური მადლობის წერილი ,,სტუდენტების აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“(2001). მუშაობს თსუ-ში (აკადემიკოს ე. ხარაძის რეკომენდაციით მე-4 კურსიდან, 1970-დან), ხოლო პარალელურად თსუ-ის ახალციხის ფილიალში დააარსა მათემატიკა-ასტრონომიის კათედრა (1992) და ამავე სახელწოდების ფაკ-ტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა (2005-მდე). იყო თსუ-ის ახალციხის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარდში (1999 – 2006). არის  საერთ. სამეცნ. ჟურნ.  ,,Astronomy & Astrophysics (Caucasus)“ რედაქტორი (2016-დან); აზერბაიჯანის ასტრონომიული ჟურნ. ,,Astronomical Journal of Azerbaijan"  სარედაქციო კოლეგიის წევრი, აზერბაიჯანის ასტროფიზიკური ობსერვატორიის  სადისერტაციო  საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ექსპერტი (2020-დან). ჭ. რ. არის საქართვ. ე. ხარაძის ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის ერთობლივი (ქართ. და ინგლისურენოვანი) ასტრონომიის  სადოქტორო პროგრამების ხელმძღვ. ხელმძღვანელობს 3 დოქტორანტს (2022-დან), არის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მსოფლიო მეცნ. აკადემიის, ფიზიკა-მათემატიკის სამეცნ. კომიტეტის წევრი (2023-დან). შეისწავლა მზის სისტემისა და გალაქტიკურ შერჩეულ ობიექტთა ფიზიკური მახასიათებლები, კერძოდ, პოლარიმეტრული და ცის მექანიკის მეთოდების გამოყენებით  ახსნა იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების ზედაპირთა თავისებურებანი. პირველად, უატმოსფერო ციური ობიექტებისათვის პოლარიმეტრულ მრუდეზე მან დააფიქსირა ინვერსიის მეორე წერტილების არსებობა, რომლის გათავლისწინებით ხერხდება, ბუნებრივი, სრულყოფილი, ფიზიკური ბუნების ახსნა დამზერილი ციური სხეულებისათვის,  არის  საქართვ.  ეკოლოგიურ  მეცნ. აკადემიის ნამდვილი  წევრი (2009-დან) და საქართვ. ასტრონომიული საზოგადოებისა და საქართვ. მათემატიკოსთა კავშირის წევრი (1995-დან). თსუ-ის და  თსუ-ის ახალციხის ფილიალში (მის სახელმონაცვლე სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტში) კითხულობს ლექციების კურსებს სწავლების სამივე საფეხურზე (1991-დან). 9 -ჯერ მოიპოვა სხვადასხვა სამეცნ. გრანტები, როგორც საერთაშ. ისე ადგილობრივი, ხუთ შემთხვევაში იყო გრანტის სამეცნ. ხელმძღვ. (2001-2020), გამოაქვეყნა 100-ზე მეტი  სამეცნ. შრომა, მათ შორის მნიშვნელოვანი  შრომები გამოქვეყნებულია  მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ჟურნალებში, რომელთა ციტირების ინდექსი  ათასზე მეტია, ასევე გამოქვეყნებული აქვს  ორი მონოგრაფია : “Modern Research of Planets and Satellites of the Solar System” (TSU Publishing House, 2007, in Russian);  “Multiparameter Atlas of the Moon” (Tbilisi, 2019, in English); World Academy of Science, ,,Investigation of Jupiter’s Galilean Moons” . Engineering and Technology International Journal of Physical and Mathematical Sciences Vol:18, No: 3, 2024.