-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩიჩუა ლეილა (17.VII. 1942, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965). მუშაობდა თსუ-ის ნახევარგამტართა ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე (ლაბორანტიდან უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობამდე, 1965-1982). გაიარა ასპირანტურა ა. იოფეს სახ. ფიზიკა-ტექნიკურ ინ-ტში, ლენინგრადში (1975-1978) და იქვე დაიცვა დისერტაცია თემაზე „მაღალეფექტური შუქდიოდების მიღება და გამოყენება“ (ლაბორ. ხელმძღვ. ნობელის პრემიის ლაურეატი, აკად. ჟ. ი. ალფეროვი). კითხულობდა ლექციებს ნახევარგამტართა ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის დიელექტრიკების ფიზიკაში (1978-1985). ჩ. ლ. მუშაობს სასწ. რესურსების შექმნაზე თანაავტორებთან ერთად (პროფ. თეიმურაზ ჩიჩუა, ლევან მნათობიშვილი, რუსუდან ქანთარია, თეიმურაზ გაჩეჩილაძე, და სხვ., 1982-დან). გამოქვეყნებული აქვს 40 - ზე მეტი სტატია მეთოდურ ჟურნალებსა და გაზეთებში.