ჭიჭინაძე ნოდარ კონსტანტინეს ძე (15.VII.1930,- 2022, თბილისი), ექიმი, ანდროლოგი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი (1955). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპ. მორფოლ. ინ-ტში ჰიტოლოგიის განყ-ების უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1956-1964), ამავე განყ-ბის უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1964-1965), ინ-ტის დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში (1965-2005), მთ. მეცნიერ თანამშრომლად (2005 – 2017), არჩეული იყო ამავე თანამდებობაზე უვადოდ (2018). დაცული აქვს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მინიჭებული აქვს პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება (1997). არჩეული იყო საქართვ. სამედიცინო მეცნ. აკადემიის აკადემიკოსად (1998); მიენიჭა თბილ. სასწ. უნ-ტის „გორგასალის“ საპატიო პროფესორის წოდება (2015). დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ანდროლოგიური დარგის განვითარების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია, არის 3 მონოგრაფიისა და 200-მდე პუბლიკაციის ავტორი. მისი ორგანიზებით ჩატარდა ანდროლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი 4 კონფერენცია (1977-1989). მისი ტექ. გააზრების საფუძველზე სსრკ-ში პირველად შეიქმნა რადიოიმუნოლოგიური კვლევის აპარატი (1985); მის მიერ რეგისტრიტრებულია ორი საპატენტოტო გამოგონება (1994-1995). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1986), ღირსების ორდენით (2000), თსსუ-ის სიგელით განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის (2010), ივ. ჯავახიშვილის სახ. უნ-ტის მედლით (2015), თბილ. მუნიციპ. ჯანმრთელობის დაცვის და სოც. საკითხების კომისიის მიერ ღვაწლმოსილი ანდრლოგის სიგელით (2017) და აკად. ნ. ჯავახიშვილის სახ. მედლითა და პრემიით (2022).
თხზ.: ჭიჭინაძე, ნ. (რედ.). (2003). ბიოლოგიისა და მედიცინის დრამატული ფურცლები. თბ.; ჭიჭინაძე, ნ. (რედ.). (2016). კიბო - XXI საუკუნის პრობლემა: რა გველის ხვალ? თბ., მერიდიანი; ჭიჭინაძე, ნ. (თანაავტორი). (2020). ბიოლოგიისა და მედიცინის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. თბ., მერიდიანი; ჭიჭინაძე, ნ. (რედ.). (2020). კანცეროგენეზის უნიტარული თეორია: კარიოგამული ჰიპოთეზის ტრანსფორმაცია "ორი სინკარიონის" თეორიად : [მონოგრაფია]. თბ., მერიდიანი.