-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი კარტოგრაფი
ჭიჭინაძე თამარ გოდერძის ასული (25.V.1982, თბილისი), გეოგრაფი, კარტოგრაფი, გეოგრაფიის დოქტორი, თსუ–ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინ-ტის კარტოგრაფია გეოინფორმატიკის განყ–ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2024). დაამთავრა თსუ-ის ფაკ-ის კარტოგრაფია-გეოდეზია-გეოინფორმატიკის მიმართულებით (2004). მუშაობდა ინჟინერ–კარტოგრაფად ს.ს. „კარტოგრაფიაში“ (2005-2006). იყო მიწვეული პედაგოგი მასმედიისა და კომუნიკაციების ინ-ტში (2005-2008). ჩაირიცხა თსუ-ის ასპირ-ში, საიდანაც იწყება მისი აკადემიური კვლევის განვითარების ეტაპი (2004). ჭ. თ. მუშაობს თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის განყ–ბაში, სადაც მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (2006-2024). მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ატლასურ კარტოგრაფირებას, თემატური რუკების შედგენას, გეოინფორმაციული ბაზების შექმნასა და სივრცით-ანალიტიკურ მიმართულებას. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „გეოპარკის დაგეგმარება და მისი პერსპექტივები კავკასიაში რაჭის რეგიონის მაგალითზე“ (2024) და მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის აკად. ხარისხი. არის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყ–ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2024). ჭ. თ.-ს კვლევის ინტერესებია კარტოგრაფიის თეორიულ–მეთოდოლ. საკითხები, გეოინფორმაციული სისტემები, სივრცითი მონაცემების დამუშავება თანამედროვე მეთოდებით, ლანდშაფტური სტრუქტურის ანალიზი, გეოპარკების დაგეგმარების მოდელირება და დაცული ტერიტორიების პოლიტიკა და გეოპოლიტიკა. მისი კვლევები უკავშირდება კავკ. რეგიონალური სივრცის გეოგრაფიულ–კარტოგრაფიულ შესწავლას, თემატური რუკების მოდელირებას, გარემოს დაგეგმარების პროცედურებში გეოინფორმაციული ტექნოლ. გამოყენებას და გეოტურიზმის განვითარებისთვის საჭირო სივრცით ანალიტიკას. ჭ.თ. მონაწილეობდა ადგილ. და საერთაშ. კვლევით პროექტებში, მათ შორის გეოინფორმაციული სისტემების განვითარების, გარემოს მონიტორინგის და რეგიონალური ცვლილებების ანალიზის მიმართულებით. თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნის კვლევით ცენტრებთან, სადაც ჩართული იყო სივრცითი მონაცემების ინტეგრირებული და კარტოგრაფიული მოდელირების სამუშაოებში. არის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-ბიც გამოქვეყნებულია ადგილ. და საერთაშ. გამოცემებში. ჭ. თ.-ის პროფ.და აკად. მოღვაწეობა სრულად უკავშირდება თსუ-სა და ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტს. მისი მეცნ. ინტერესები ეფუძნება თსუ–ის გეოგრ. სკოლის ტრადიციულ მიდგომებს, რ-ის ფარგლებშიც ხორციელდება ლანდშაფტური სტრუქტურების, გეოგრ. მემკვიდრეობის და სივრცითი მონაცემების ანალიზის მიმართულებები.
თხზ: Chichinadze, T. ( 2021). The Role of Traditional Viticulture and Winemaking in the Development of the Geopark in Racha Region. Open Journal of Applied Sciences 11 (11), 1191-1199; Chichinadze, T. (2022). Geomorphological Zoning of Racha Region for Geopark Planning. Open Journal of Geology 12 (3), 179-187; Chichinadze. T. (თანაავტორი). (2022). P8-01 Develop a Series of Maps to Predict the Special Distribution of Brucellosis in the South Caucasus. Brucellosis 2022 International Research Conference; Chichinadze, T. (თანაავტორი). (2025). Protected Areas Policy and Geopolitics in Georgia: Convergence of Ecological Governance and Spatial Strategy. Georgian Geographical Journal, 5(3), 79–85; Chichinadze, T. (თანაავტორი). (2025). Assessment of Infrastructural Changes in the Territories of Tskhivnali Region of Georgia (2007–2023) Using Geoinformation Systems. Reliability: Theory & Applications. 20 (SI 9(87), pp. 453-462; Chichinadze, T. (2025). From European experience to Georgian practice: incorporating the Geopark Model within Georgia’s protected areas system. Modern Problems of Geography: Integration of Science and Education dedicated to the 80th Anniversary of the Institute of Geography, pp. 71-79.