ჭიჭინაძე რაფიელ
ჭიჭინაძე რაფიელ

ჭიჭინაძე რაფიელ (2.XII. 1944, ჩხოროწყუს რ-ი სოფ. ლესიჭინე - 29.III.1994  ქ. თბილისში), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ლესიჭინეს საშ. სკოლა (1961), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1968). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1977), დოქტორი (1993). მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უწყვეტ ტანთა მექან. გან-ბაში უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1968-1980), შემდგომ უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1980-1981). იყო საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1981-1989), წამყვანი მეცნ. თანამშრომელი (1989-1994). ჭ. რ.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავდა კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებისთვის სასაზღვრო ამოცანების ფართო სპექტრს, დრეკადობის თეორიის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანების გამოკვლევას მიკროპოლარული სხეულებისათვის და გამოყენებითი მათემატიკის ზოგიერთი ამოცანების შესწავლას კონკრეტული არეების შემთხვევაში, აგრეთვე, ოზენის გაწრფივების შემთხვევაში არაკუმშვადი სითხეების სტაციონალური ორგანზომილებიანი ამოცანების გამოკვლევას.

თხზ.: Kapanadze, R. V., Chichinadze, R. K. (1976) Some boundary value problems of the dynamics of the moment theory of elasticity. Publications on Problems of Continuum Mechanics] Izdat. Tbilis. Univ., 1976. 96 pp. [in Russian].