ჭიჭინაძე იზოლდა აპოლონის ასული
ჭიჭინაძე იზოლდა აპოლონის ასული

ჭიჭინაძე იზოლდა აპოლონის ასული (1.X.1939, ამბროლაურის რ-ნი), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1959-1964). III კურსიდნ გაიარა ხელოვნებათმცოდნეობის პრაქტიკა მოსკოვ-ლენინგრადში. თსუ-ს ხელოვნების ისტ. და თეორიის ინ-ტის დაასების შემდეგ იყო პირველი ასპირანტი. თსუ-ში დაამთავრდა ასპირანტურა (1966-1974). იყო შ. ამირანაშვილის მიერ მოწვეული თსუ-ის ხელოვნებისა ისტ. და თეორიის ინ-ტის ლექტორად (1969-1974). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “სორის ეკლესიის მოხატულობა”- ნარკვევი XIV საუკუნის ქართ. მონუმ. ფერწერის ისტორიიდან (ხელმძღვ. შ. ამირანაშვილი, 1975) და მიენიჭა კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (16.VI.1976). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია “XIII ს ბოლოს ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმება - მოქვის 1300 წლის სახარება” (1977). გაიარა სტაჟირება მოსკოვის კვლევითი ინ-ტის ძვ. რუს. ხელოვნების სექტორში - ბიზანტიოლოგიაში (III – VII, 1982). მიენიჭა თსუ-ის ხელოვნების  ისტ. და თეორიის ინ-ტის დოცენტის სამეცნ. ხარისხი (1984). იყო თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1984-2004). განათლების აკრედიტაციის ეროვნ. ცენტრის მიერ საკანდიდატო დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა დოქტორის ხარისხი (2010). იყო სამხტვრო კავშირისა (1972-დან) და ბიზანტიოლოგთა კავშირის წევრი (2009-2020). ხელოვნებათმცდონეობის შრომების კრებულის I-IV ნომრის რედ. კოლეგიის წევრი. სხვადასხვა დროს თსუ-ში მიჰყავდა ლეციების კურსი. იყო პედაგოგი სრულ განაკვეთზე. ლექციებს კითხულობდა ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსების, ეკონომისტებისა  და საერთაშ. ურთიერთობის სტუდენტებისთვის. ბაკალავრის ხარისხისხის საფეხურზე - „შუა საუკუნეების რუსული და სომხური ხელოვნება“, „ახალი და თანამედროვე რუსული და ქართული ხელოვნება“; სპეც. კურსები: „ქართული მინიატურა“; „პალეოლოგოსთა ხანის ხელოვნება“. არჩეული კურსი - ქართ. ხელოვნების ისტორიის მაგისტრებთან -„ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმება“. ხელმძღვანელობდა საბაკალვრო, სამაგისტრო და სადისერტაციო ნამუშევრებს (1969-2006). ბაკალავრზე კითხულობდა-„ძველი ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმება“; მაგიტრატურაზე-ქართული მინიატურა ასწლეულების მანძილზე. მოწვეული ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2008-2023). აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციებსა და სესიებში: ისტორიის ფაკ-ტის სამეცნ. სესიებში; ქართ. ხელოვნების IV (1983) და VI სართაშ. (1989) სიმპოზიუმებში; სომხური ხელოვნების IV საერთაშ. სიმპოზიუმსა (1985) და ბიზანტიოლოგთა XVIII საერთაშ. კონგრესის მუშაობაში (1998); ასევე მონაწილეობა მიიღო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის I საერთაშ. სიმპოზიუმში - “ქართული ხელნაწერი” (2009); საერთაშ. კონფერენციაში “ბიზანტიოლოგია საქართველოში-III” (2009); თსუ-ის მიერ გამართულ VI საერთაშ. ქართველოლოგიის სიმპოზიუმში (2011); საერთაშ. კონფერენციაში “ბიზანტიოლოგია საქართველოში-IV” (2013); კ. კეკელიძის ხელნაწეთა ცენტრის საერთაშ. კონფერენციაში “საქრთველო, ბიზანტია, ქრისტიანული აღმოსავლეთი” (2017, 2019); ხელოვნების ისტ. და თეორიის ინ-ტის გ. ჩუბინაშვილის 80 წლისთავისთვის მიძღვნილ კონფერენციაში (2022). იყო გასვლითი პრაქტიკების ხელმძღვ. მოსკოვსა და ლენინგრადში სამჯერ, გერმანიაში (1976), შუა აზიაში (1979), სომხეთში (1980), თურქთში - კაპადოკიაში (1989). გამოქვეყნებული აქვს სამოც სტატიაზე მეტი და რამდენიმე მონოგრაფია. სორის ტაძრის კედლის მატვრობის შესწავლისთვის ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივებით წაიკითხა ქტიტორთა ვინაობა. პირველმა კომპლექსურად შეისწავლა შუა საუკუნეების ქართ. ხელნაწერები, მათ შორის, მოქვის ოთხთავის “მოქვის ოთხთავის გაფორმების მხატვრული პრინციპები” (2004) რესტავრაციასა და მონოგრაფიულად შესწავლის საქმეში მიუძღვის წვლილი, აღადგინა მინიატურების ჩამოცვენილი ნაწილები. კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ 1300 წელს შექმნილი მოქვის კოდექსში თავმოყრილია ახალი სტილის დამახასიათებელი ნიშნები: იკონოგრაფიული სქემების მრავალფეროვნება, უძველესი იკონოგრაფიული სქემების ამოტივტივება, მოცულობრივი ფორმის ფერწერული დამუშავება, სივრცობრივი სიღრმის შექმნის ილუზია, არქიტ. და პეიზაჟური ფონების ახლებური გააზრება, დინამიკით სავსე მრავალფიგურიანი სცენები; დიდი ინტერესი იგრძნობა ინდივიდ. სახეებისადმი, ქართ. მინიატურული ხელოვნებისათვის უჩვეულო ინტერესი საერო პირის გამოსახულებისადმი და სხვ. მოქვის სახარების გაფორმება მოწმობს, რომ ,,მკვიდრდება უფრო თავისუფალი, უფრო ფერწერული, მთელი რიგი ჰუმანური ტენდენციებით გაჟღენთილი სტილი“. მინიატურების ანალიზმა აჩვენა, რომ სტილის განახლების პროცესი დასრულებულია და რომ კოდექსის მხატვრული გაფორმება შუა საუკუნეების ხელოვნების განვითარებაში საეტაპო მნიშვნელობის ნიმუშია, რ-შიც ძვ. X-XI საუკუნეების ძეგლების კომპოზიციური სქემები და სტილი, ახალი დროის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია მოყვანილი. მოქვის ოთხთავი წარმოადგენს რა ბერძნულ ორიგინალებზე დაყრდნობილ ნიმუშს, ოთხთავი პირველხარისხოვანი წყაროა ბიზანტიური მემკვიდრეობის შესწავლისათვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ქართულ მხატვრულ ტრადიციებთან დაკავშირებულ მიდგომებსაც. სწორედ ამ ორმაგ ხასიათში მდგომარეობს მოქვის კოდექსის ისტ. და მხატვრული მნიშვნელობა.

თხზ.: ჭიჭინაძე, ი. (1985). ალგეთი. თეთრი წყაროს რაიონის ისტორიული ძეგლები; ჭიჭინაძე, ი. (1987). გიორგი გორდელაძე, დიმიტრი გორდელაძე. თბ., ხელოვნება.; ჭიჭინაძე, ი. (2014). სორის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941133282.; ჭიჭინაძე, ი. (2018). ლარგვისის ზატიკის მხატვრული გაფორმება. თბ., კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, ISBN: 9789941953996; ჭიჭინაძე, ი. (2024). ფიგურული ინიციალები X-XIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში და პრევენციული კონსერვაციის საკითხები. თბ., კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი ISBN: 9789941991714.