-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ჭიაბრიშვილი მაია თენგიზის ასული (28.XI.1960, თბილისი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდ., დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტი, მრეწველობის ეკონომიკის სპეციალობით (1977-1982), შემდეგ ასპირანტურა, მანქანათმშენებლობის ეკონომიკის სპეციალობით (1982-1985). მუშაობდა მართვის საფუძვლებისა და წარმოების ეკონ. და ორგანიზაციის კათედრაზე, უფრ. ლაბორანტად; შემდეგ პედაგოგად; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფონდუკუგების ამაღლების გზები კვლავწარმოების ინტენსიური ტიპის პირობებში“ (1988) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი; მოგვიანებით დამტკიცდა მრეწვ. და სოფ. მეურნეობის ეკონომიკის კათედრის დოცენტად (1990-დან); შემდეგ გადაყვანილი იქნა მაკროეკონომიკის კათედრის დოცენტად (1991-2006). ჭ. მ. ავტორი და თანაავტორია რამდენიმე სამეცნ. ნაშრომის: „სკოლა და საბაზრო ეკონომიკა“ (სკოლა და ცხოვრება, 1996, N1-3); „თავდაცვის რესურსების მართვის პროცესის დანერგვის საკითხები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: [ბიუჯეტში არსებული ვითარების შესახებ]“ (შრომები, 2002, N1); „ეკონომიკის ჰუმანიზაცია“ (დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია: შრომები, 2016, N1).
თხზ.: ჭიაბრიშვილი, მ. (1999). სახელმწიფოს როლი ინვესტიციების მართვაში. თბ.; ჭიაბრიშვილი, მ. (თანაავტორი). (2001). ეკონომიკა ხატოვან აზროვნებაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992833610; ჭიაბრიშვილი, მ. (2001). თანამშრომლობა კავკასიაში ეკონომიკურ და თავდაცვის სისტემებში. მოსკოვი; ჭიაბრიშვილი, მ. (2001). პროგრამული სამხედრო ბიუჯეტი თავდაცვის ეკონომიკის განვითარებაში. ერევანი; ჭიაბრიშვილი, მ. (თანაავტორი). (2005). მეცნიერების პერპეტუუმ-მობილე. თბ.