-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი ხელოვნებათმცოდნე საპატიო დოქტორი
ჩერვონაია სვეტლანა (Червоная Светлана, 07.VI.1936, მოსკოვი) თსუ–ის სამეცნ. საბჭომ რუსეთის მეცნ. აკადემიის ეთნოგრ. და ანთროპოლ. ინ–ტის ეროვნებათშორისი ურთიერთობის შემსწავლელი ცენტრის წამყვანი მეცნ.–თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, აირჩია საპატიო დოქტორად (06.II.1996).
ჩ. ს.-მ დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტი (1958) და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში სსრკ-ის სახვითი ხელოვნების თეორიისა და ისტორიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1962). იქვე დაიწყო მუშაობა მთავარ მეცნ.-თანამშრომლად. იგი არის რუსეთის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის მეცნ. აკად. და რფ-ის კულტურის სამინისტროს ინ-ტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ კი – სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი (1963). ჩ. ს.-ს მიენიჭა ხელოვნებათმცოდნის დოქტორის ხარისხი (1990). მისი დისერტაცია ეხება თათრეთის სახვითი ხელოვნ. და არქიტექტურის ისტორიას. იგი პროფესორია (2004).
ჩ. ს. არის 800-ზე მეტი სამეცნ. სტატიისა და 20 წიგნის ავტორი, რ-შიც განიხილავს ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებისა და რუსეთის სამხატვრო კულტურის, ხელოვნებისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულების პრობელმატიკას.
ჩ. ს. არის თათრეთის რესპუბლიკის დამს. ხელოვანი (1982), შემდეგ კი ყარაჩაი-ჩერქეზეთის სახელმწ. პედ. უნ-ტის საპატიო დოქტორია (2007).
ჩ. ს.-ს ეკუთვნის ნაშრომი „აფხაზეთი, 1992 წელი. პოსტკომუნისტური ვანდეა.“