ჭელიძე ზურაბ თამაზის ძე
ჭელიძე ზურაბ თამაზის ძე

ჭელიძე ზურაბ თამაზის ძე (17.IX.1963, თბილისი - 12.VIII.2025), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). იყო გეოფიზიკის ინ-ტის ტექნიკოსი, უმცროსი ინჟინერი, უფრ. ინჟინერი; მეცნ.-თანამშრომელი (1982-დან); "პირველი რადიოს" პრეზიდენტი (1983-დან); "პირველი სტერეოს" გენერ. დირექტორი (1997-დან). სხვადასხვა ქვეყნის გეოფიზიკურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნ. სტატია მიწისძვრების შესწავლის შესახებ. მიღებული აქვს სამაუწყებლო ტექნიკის ინჟინერ-ექსპერტის ევროპული სერთიფიკატი (1998). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ელექტრონიკის დარგში მიღებული აქვს მედალი, სიგელი.