-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
ჭელიძე ვლადიმერ გიორგის ძე (02.III.1906 ქ. სოხუმი -14. VII. 1978 ქ.თბილ., დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1951), საქ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1967), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1950), საქ. სსრ დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა თსუ (1929). იყო თსუ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე (1930-1978), თსუ-ის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის გამგე (1950 -1978); მუშაობდა საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1948 – 1952), იყო ამავე ინ-ტის დირექტორი (1951- 1952). ის ფართო პედ. მუშაობას ეწეოდა. მას ეკუთვნის რამდენიმე ფუნდამენტური სახელმძღვ., რ-ებმაც მნიშვლენოვანი როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს მათ. მაღალკვალიფიცირებული თაობების აღზრდაში. განუზომელია მისი წვლილი ფუნქციათა თეორიის განვითარებაში. მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება სწორედ ამ თეორიას. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგალის თეორია ჯერად მწკრივთა და L2 -კლასის ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები, შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში, განაზოგადა ჰაარისა და დიუბუა-რეიმონის კლასიკური შედეგი, ჯერად მწკრივთა თეორიაში დააამუშავა ზოგადი მეტრული მეთოდები და სხვა.
თხზ.: ჭელიძე, ვ. (1964). ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია. გამომც. ცოდნა; ჭელიძე, ვ. (1979). მათემატიკური ანალიზის კურსი: სახელძღვანელო სტუდენტებისთვის, ტ. 1, თსუ-ის გამ-ბა, 637 გვ; ჭელიძე, ვ. (1983). მათემატიკური ანალიზის კურსი: სახელძღვანელო სტუდენტებისთვის, ტ. 2, თსუ-ის გამ-ბა, 677 გვ;