-
ავტორი
- კატეგორიები: გეოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გეოფიზიკოსი აკადემიკოსი
ჭელიძე თამაზ ლუკას ძე (24.XII. 1934, ქუთაისი), გეოლოგ-გეოფიზიკოსი. დაამთავრა ლომონოსოვის სახ. მოსკ. სახელმწ. უნ-ტი (1957). ჭ. თ. იყო გეოფიზიკის ინ-ტის დუშეთის სეისმური სადგურის გამგე (1957-1958); ქანების ფიზიკის განყ-ების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1958); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1967-1976); გეოფიზიკის ინ-ტის ქანების ფიზიკის განყ-ების გამგე (1976-2006); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ქანების ელექტრული მახასიათებლების ველის სიხშირეზე დამოკიდებულების საკითხისათვის“ და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის წოდება (1964); ასევე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ზედაპირული ეფექტები ჰეტეროგენული სისტემების დიალექტრიკულ სპექტროსკოპიაში“ და მიენიჭა ქიმ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1975); იყო ჩეხოსლოვაკიის გეოფიზიკის ინ-ტის მიწვეული პროფესორი (1982); ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1985); პროფესორი (1989); კოლორადოს უნ-ტის მიწვეული პროფესორი, (ბოულდერი, აშშ, 1986,1988,1990); საქართვ. სეისმოლოგიისა და მიწისძვრების პროგნოზის სამეცნ. საბჭოს თავ-რე (1991-დან); ამერიკის გეოფიზიკური კავშირის წევრი (1992-დან); საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1993); საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების პრეზიდენტი (1993-2022); საქართვ, მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (1997); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2013); გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორი (1992-2007); სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2007წლიდან); თსუ-ის საძიებო გეოფიზიკის კათედრის გამგე (1997-2007,); საქართვ. საპატრიარქოს უნ-ტის პროფესორი (2008-2010); ევრ. ცენტრის „მაღლივი კაშხლების გეოდინამიკური რისკის“ დირექტორი (1996-დან); საქართვ. მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოსთან არსებული დიდი კატასტროფების შეთანხმებაში (EUR-OPA)-(2006-2007); ტრასბურგის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (1987,1992); რენის (საფრანგეთი) უნ-ტის მიწვეული პროფესორი (1994, 1995-1997); პარიზის „ეკოლ ნორმალსუპერიორის“ მიწვეული პროფესორი (2000); მიწისძვრების პროგნოზის ევროპის ექსპერტთა კომიტეტის წევრი (2001); დიდი ბრიტანეთის სამეფო ასტრონ. საზ-ების ნამდვ. წევრი (1921). ჭ. თ.-ს მიღებული აქვს საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984); მ. ალექსიძის სახ. პრემია (1998); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მიხეილ ნოდიას სახ. პრემია (2009); ოტო შმიდტის სახ. მედალი (რუსეთი, 2024); არის ღირსების ორდენის კავალერი (2000); თბილ. საპატიო მოქალაქე (2012).
თხზ.: Челидзе, Т. (1970). Электрические и магнитные свойства горных пород при повышенных температурах и давлениях. Тб., Месниереба; Челидзе, Т. (1977). Электрическая спектроскопия гетерогенных систем. Киев, Наукова думка; ჭელიძე, თ. (1983). ნარკვევები ქანების ფიზიკაში: დამხმარე სახელმძღვანელო.თბ., უნ-ტის გამ-ბა; Челидзе,Т. (1987). Методы теории протекания в механике геоматериалов. М., Наука; ჭელიძე, თ. (2000). სირთულე ბუნების სტრუქტურასა და დინამიკაში. ფრაქტალები, ქაოსი და დროითი სერიების არაწრფივი ანალიზი: (დამხმარე სახელმძღვანელო). თბ., გეოპრინტი; ჭელიძე, თ. (2004). გეოფიზიკური მეთოდები ბუნების დაცვაში: დამხმარე სახელმძღვანელო. თბ., მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჭელიძე, თ. (2017). გარეშე ფაქტორებით ტრიგერირებული მეწყრების ლაბორატორიული და მათემატიკური მოდელირება: საველე კვლევები. თბ.,უნტ-ის გამ-ბა.