ჭელიძე რამინ აპოლონის ძე
ჭელიძე რამინ აპოლონის ძე

ჭელიძე რამინ აპოლონის ძე (03.IX.1945, ოზურგეთი-01.IV.2022, თბილისი). ფიზიკოსი, პედაგოგი. ვერცხლის მედლით დაამთავრა თბილ. 76-ე საშ. სკოლა (1963), შემდეგ თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, გეოფიზიკის სპეციალობით (1968);  ამავე ფაკ-ტის ასპირანტურა (1971); ასპირანტურის წლებიდან მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის გეოფიზიკის კათედრის მეტეოროლ. ლაბორატორიაში და იყო ლაბორ. გამგე (2006). გამოქვეყნებული აქვს არა ერთი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის: „Использование нормального закона расспределения случайных величин для получения режимных характеристик ветра в свободной атмосфере“ (Труды ТГУ, 1973, А N 6-7), (1973);ქარის ველის რეჟიმულ მახასიათებელთა განსაზღვრაში პროგნოზულ განტოლებათა სისტემის ამოხსნის გამოყენების შესახებ“ (საქ. სსრ უმაღლ. სასწ. ფიზიკოსთა მერვე რესპ. სამეცნ.-მეთ. კონფერენცია, 1974); საქართველოს კლიმატური თავისებურება XX საუკუნის მეორე ნახევარში“ (მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2005, № 4-6). ჭ. რ. მუშაობდა კომაროვის ფიზიკა-მათ. სკოლაში ფიზიკის პედაგოგად. დაჯილდოებულია წარჩინებული მასწავლებლის სიგელით და სხვადასხვა კონკურსების მადლობის სიგელებით.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჭელიძე, თ. (თანაავტორი).  (2012). ამოცანათა კრებული ფიზიკაში. თბ. მწიგნობარი, ISBN 97899414249.